მთავარისიახლეებიპოლიტიკაისრაელი უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის თავშესაფრის თხოვნაზე ავტომატური უარის შემოღებას აპირებს.

ისრაელი უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის თავშესაფრის თხოვნაზე ავტომატური უარის შემოღებას აპირებს.

Published on

გაზეთ Haaretz –ის ცნობით, ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტრო  უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის თავშესაფრის თხოვნაზე ავტომატური უარის შემოღებას აპირებს. მოთხოვნა ამ პროცედურის დასამტკიცებლად ისრაელის იუსტიციის სამინისტროში უკვე შესულია. 
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ისრაელისადმი თავშესაფრის მინიჭებაზე მოთხოვნა გაიზარდა.გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2016 წლის 10 თვის განმავლობაში უკრაინისა და საქართველოს მოქალქეების მიერ 8574 თხოვნა დაფიქსირდა ისრაელში თავშესაფრის მისაცემად – 5505 უკრაინიდან და 3069 საქართველოს მოქალაქეებისგან. 2013 წელს ასეთი თხოვნის რაოდენობა მხოლოდ ხუთს შეადგენდა. მასალაში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინის მოქლაქეების მიერ დევნილის სტატუსის მოთხოვნაში ძირითადი მიზეზი ჯარისთვის თავის არიდება იყო. ასევე, რუსეთის მიერ ყირიმის მიერთების გამო ნახევარკუნძულის დატოვება. საქართველოს მოქალაქეები კი, მიზეზად სამშობლოში პოლიტიკური რეპრესიების საშიშროებას ასახელებენ.
 როგორც სამინისტროში აცხადებენ, მათთვის დევნილის სტატუსზე ავტომატური უარის თქმა  ისრაელს  საშუალებას მისცემს რესურსები გაათავისუფლოს „გაცილებით სერიოზული“ სიტუაციების განსახილველად.
 

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...