მთავარისიახლეებიპოლიტიკაოპოზიცია საარჩევნო სისტემის "გერმანული მოდელის" მოდიფიცირებულ ვარიანტს დღეს პარლამენტის ბიუროზე დაარეგისტრირებს

ოპოზიცია საარჩევნო სისტემის “გერმანული მოდელის” მოდიფიცირებულ ვარიანტს დღეს პარლამენტის ბიუროზე დაარეგისტრირებს

Published on

ოპოზიცია საარჩევნო სისტემის “გერმანული მოდელის” მოდიფიცირებულ ვარიანტს დღეს პარლამენტის ბიუროზე დაარეგისტრირებს.

პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე აღნიშნავს, რომ პროცესი ფორმალურია, ხოლო საპარლამენტო ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში რჩება და სხდომას არ დაესწრება. გოცირიძე აცხადებს, რომ აქციები და პარლამენტის სხდომების პიკეტირება კვლავ გაგრძელდება.

იგივე აზრზეა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია. მისი თქმით, სანამ მმართველი გუნდი დანაპირებს არ შეასრულებს, საპარლამენტო ცხოვრება ჩვეულ კალაპოტს ვერ დაუბუნდება.

“სანამ ივანიშვილი და მისი გუნდი მთელი საზოგადოების შეურაცხყოფის რეჟიმშია, რომ შეთანხმებებს, სიტყვას, არაფერს არ აქვს ფასი, როცა მინდა მაშინ გადაგაგდებთ და ყველანი მკიდიხართ ფეხებზე, მანამდე ნორმალური ნორმალური საპარლამენტო ცხოვრება ვერ აღდგება, მანამდე იქნება პროტესტის რეჟიმი ქუჩაში.

ეს კრიზისი შექმნა ივანიშვილმა, დიალოგი მან შეწყვიტა, ნორმალური ცხოვრება მან დააყენა თავდაყირა ამ წესის შემოთავაზებით მთელი საზოგადოებისთვის და, მათ შორის, პოლიტიკური პარტიებისთვის,”- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

განსხვავებულ პოზიციაზეა მმართველი გუნდი. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი “გერმანული მოდელის” არაკონსტიტუციურობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ ბოიკოტის რეჟიმის გარდა ოპოზიციას სხვა გზა არ აქვს, რადგან მათ საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვთ.

სიახლეები

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გარდაიცვალა

93 წლის ასაკში, საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, ღვთივმიიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი...

შეერთებული შტატები კუბის პრეზიდენტ მიგელ დიას-კანელის გადადგომას მოითხოვს

შეერთებული შტატები კუბის პრეზიდენტ მიგელ დიას-კანელის გადადგომას მოითხოვს - ინფორმაციას გამოცემა New York Times...

პატრიარქის მკურნალობაში ჯანდაცვის სამინისტრო უცხოელ სპეციალისტებს ჩართავს

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს მკურნალობაში ჯანდაცვის სამინისტრო უცხოელ სპეციალისტებს ჩართავს. ამის შესახებ ინფორმაცია კონსილიუმის...

კლინიკის დირექტორი პატრიარქზე-მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, საყურადღებო

პაციენტის მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, საყურადღებო. მიმდინარეობს მულტიდისციპლინური მართვა. როგორც მოგეხსენებათ, შეიკრიბა კონსილიუმი, რომელმაც...