მთავარისიახლეებისაზოგადოება"მერია სახლების მშენებლობის პროექტს მომავალ წელსაც აგრძელებს და მათ აქვთ უფლება ხელახლა...

“მერია სახლების მშენებლობის პროექტს მომავალ წელსაც აგრძელებს და მათ აქვთ უფლება ხელახლა გააკეთონ განაცხადი”- მერიის პასუხი ნაჭყებიებისა ჭაავების ოჯახებს

Published on

“ოდიშინიუსის” მიერ მომზადებულ სიუჟეტზე, სადაც სოფელ რუხის 2 მძიმე სოციალური პირობების მქონე ოჯახების პრობლემებზე იყო საუბარი, მერიამ განმარტება გააკეთა, უწყებაში აცხადებენ, რომ ჭაავებისა და ნაჭყებიების ოჯახებს ამ ეტაპზე საკმარისი ქულა ვერ დაუგროვდათ, რის გამოც “ერთი თბილი ოთახის” პროექტში ვერ მოხვდნენ.

” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში, როგორც მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლის მშნებელობის ასევე „ერთი თბილი ოთახის“ პროექტთან დაკავშირებით მომართვიანობა არის მაღალი. იმისათვის რომ კონკრეტული ბენეფიციარი მოხვდეს წლის პროგრამაში შერჩევა კონკურსის წესით ხდება და მას სპეციალურად შექმნილი კომისია ატარებს, რომელიც არასამთავრო ორგანიზაციებითა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების და თვითმმართველობის წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული. რაც შეეხება მზია ნაჭყებიას, სამწუხაროდ მან მიმდინარე წელს ვერ დააგროვა საკმარისი ქულა „ერთი თბილი ოთახის“ პროექტში მოსახვედრად. თუმცა ქალბატონს, მუნიციპალიტეტის მერიისგან სხვადასხვა დროს აქვს მიღებული სოციალური და ჯანდაცვის პროგრამით დახმარება. ნაჭყებიას შვილს, დაუფინანსდა მრტ კვლევა, როგორც მრავალშვილიანმა ოჯახმა მიიღო ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 ლარის ოდენობით, ასევე მიიღო 200 ლარი, როგორც მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე მოზარდმა. ამჯამად, მოზარდი საჭიროებს თბილისში, ექიმთან გამოკვლევა- კონსულტაციას, რისთვისაც მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის კონსულტაციით ოჯახს შემოტანილი აქვს განაცხადი, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების ფინანსური ხელშეწყობის პროგრამაში, რომლის კომისია მომავალ კვირასაა ჩანიშნული. რაც შეეხება, ტატიანა ჭაავას, სამწუხაროდ მანაც ვერ დააგროვა საჭირო ქულები საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროექტში მოსახვედრად. აქვე გეტყვით, რომ ქალბატონს კრიზისულის პროგრამიდან ერთჯერადად აქვს მიღებული 100 ლარიანი დახმარება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურად დაუცველი მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროექტს მომავალ წელსაც აგრძელებს და მათ აქვთ უფლება ხელახლა გააკეთონ განაცხადი.”- განმარტეს მერიაში.

სიახლეები

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...

საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო-უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

საქართველოს ეკონომიკა 6.9%-ით გაიზარდა – საქსტატი

საქსტატის ცნობით, 2026 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა 6.9%-ით...