მთავარისიახლეებიპოლიტიკა“სტუმართმოყვარე დმანისი. კეთილი იყოს ოპოზიციის და არა მარტო ოპოზიციის მობრძანება დმანისში'' -...

“სტუმართმოყვარე დმანისი. კეთილი იყოს ოპოზიციის და არა მარტო ოპოზიციის მობრძანება დმანისში” – კახა ოქრიაშვილმა ალეკო ელისაშვილს ბანერი დაახვედრა

Published on

“სტუმართმოყვარე დმანისი. კეთილი იყოს ოპოზიციის და არა მარტო ოპოზიციის მობრძანება დმანისში. კახა ოქრიაშვილი”, – ასეთი ბანერი დაახვედრა ქართული ოცნების წალკისა და დმანისის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა ალეკო ელისაშვილს და “სამოქალაქო მოძრაობის” სხვა წევრებს, რომელნიც დმანისში კამპანიის “ამხილე ფეოდალი მაჟორიტარი” ფარგლებში ჩავიდნენ. ასევე პლაკატები წარწერით – “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ალეკო ” დახვდა ელისაშვილს დმანისის ბაზარში.

,,დმანისში „სამოქალაქო მოძრაობის“ კამპანიის საპასუხო დახვედრის ფორმაცა და ბანერების შინაარსიც გახლავთ ჩემი ინიციატივა, – განაცხადა კახა ოქრიაშვილმა. მისი თქმით, გბანერის ფორმაცა და შინაარსიც მისი ინიციატივა იყო და ხარჯებიც თავად გაიღო. 

ჩვენს მუნიციპალიტეტში საპასუხო „სტუმართმოყვარე კამპანიის“ ფორმაცა და ბანერების შინაარსიც გახლავთ ჩემი ინიციატივა. შესაბამისად, ამ ინიციატივასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი პირადად ჩემ მიერ არის გაღებული,“- განაცხადა   ოქრიაშვილმა.

„ეს ღიმილისმომგვრელი დახვედრა ბანერით ქალაქის შემოსასვლელში იმაზე მიანიშნებს, რომ სხვებისგან განსხვავებით ეს დიდად გამოცდილი კაცია. 2004 წლიდან არის და ცხრა პარტია აქვს გამოცვლილი. იგრძნო საითაც ქარი უბერავს ახლა. როგორც ჩანს, ბარგს ალაგებს და უნდა აქეთ მხარეს გადმოსვლა, მძაფრი აქვს ინსტინქტი, იგრძნო, რომ „ქართული ოცნება“ შეირყა.- პარლამენტში ხალხის ხარჯზე გამდიდრებულმა ადამიანებმა, რამდენი ბანერიც არ უნდა გამომიკრან, „სმაილიკები“ და ალეკო მიყვარხარო დამიწერონ, მე ვარ ამ სისტემის წინააღმდეგი და ეს მაჟორიტარულ – შერეული სისტემა არის დასანგრევი. ოქრიაშვილებს თუ აქვთ ბიზნესის კეთების უნარი, იყვნენ ბიზნესში, მათი ადგილი პოლიტიკაში არ არის”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილი დმანისში მაჟორიტარული სისტემისა და დეპუტატ კახა ოქრიაშვილის  წინააღმდეგ აქციის გამართვას გეგმავდა, თუმცა აგრარულ ბაზარი ცარიელი დახვდა.

ელისაშვილმა, მხარდამჭერებთან ერთად ფლაერები  კახა ოქრიაშვილის ფოტოთი დმანისის მერიის შესასვლელ კარზე დაამაგრა.

,,ვიდრე ასეთი სისტემა იარსებებს, სადაც მაჟორიტარების როლი იქნება მნიშვნელოვანი, მანამდე მაჟორიტარები იქნებიან მულტიმილიონერები და ხალხის ხარჯზე გამდიდრებულები. ხედავთ, დმანისი არის დაცლილი, კახა ოქრიაშვილი  კი არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პოლიტიკოსი ბიძინა ივანიშვილის   შემდეგ. ეს ფეოდალიზმი არის დასანგრევი“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა

,

სიახლეები

პატრიარქ კირილის თქმით, რუსეთში ატომური ბომბის შექმნით “ღვთის მადლი და წყალობა გამოვლინდა”

სრულიად რუსეთის პატრიარქმა, კირილ I-მა რუსეთში ატომური ბომბის შექმნას "ღვთის მადლი და წყალობა" უწოდა...

შოვის ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა

3 წელი შოვის ტრაგედიიდან - 2023 წლის 3 აგვისტოს, შოვში ღვარცოფი მოვარდა. ტალახის უზარმაზარმა...

კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კომბინირებული იერიშის შედეგები: 9 დაღუპული, ათეულობით დაჭრილი

1 აგვისტოს ღამეს რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა – უკრაინა დასავლეთს...

აფეთქება მოსკოვის რესტორანში, მსხვერპლი და დაჭრილები – რა მოხდა?

მოსკოვის ცენტრში მდებარე რესტორან Balzi Rossi-ში მომხდარი აფეთქების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. რუსეთის ეროვნული...