მთავარისიახლეებირეგიონებიეკომიგრაციის სახელმწიფო პოლიტიკა - განსახლება, პრევენცია

ეკომიგრაციის სახელმწიფო პოლიტიკა – განსახლება, პრევენცია

Published on

15-25 ნოემბერს, დემოკრატიის ინსტიტუტი ეკომიგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით,  რეგიონულ შეხვედრებს გამართავს. შეხვედრები ანაკლიაში, წყალტუბოში, თბილისში, რუსთავში, ნაფარეულში, ბორჯომსა და ბათუმში გაიმართება, მონაწილეობი: ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების (62 მუნიციპალიტეტი), სამოქალაქო, მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები.რეგიონული სამუშაო შეხვედრების დასრულების შემდეგ:
გაკეთდება საქართველოში ეკომიგრაციის პრევენციის კუთხით არსებული გამოცდილების, წარმატებული პრაქტიკის, რესურსებისა და შესაძლებლობის ანალიზი.შეფასდება საქართველოში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული განსახლებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების პროცესი, საცხოვრისის შესყიდვის პრაქტიკა, გაკეთდება არსებული გამოცდილების ანალიზი;შეფასდება საქართველოში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული სახელმწიფოს მიერ ჩასახლებული ეკომიგრანტების ინტეგრაციის, ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერების და ადგილზე დამკვიდრების სახელმწიფო მხარდაჭერის არსებული პრაქტიკა, გაკეთდება არსებული გამოცდილების ანალიზი;შეფასდება ე.წ. ,,სოციალური სახლების“ სახელმწიფო პოლიტიკა და მიზანშეწონილობა.აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, არსებული სახელმწიფო პოლიტიკის გაუმჯობესების მიზნით, მომზადდება განსახორციელებელი საქმიანობების ნუსხა, რომელიც წარედგინება საქართველოს ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს და მიმდინარე წლის დეკემბერში დაიწყება რეკომენდაციების ლობირების კამპანია (საჯარო ფორუმები, დოკუმენტური ფილმების სერია, ინდივიდუალური შეხვედრები გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან).სამუშაო შეხვედრები დაგეგმილია პროექტის „ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების ადვოკატირების კამპანია“ ფარგლებში. პროექტს აფინანსებს ’’ევროკავშირი’’. 

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...