მთავარისიახლეებიპოლიტიკაკახი კალაძე: „ რა კორუფციული გარიგებები? - ზღაპრებს ყვებით რაღაცას. სასაცილოა.''

კახი კალაძე: „ რა კორუფციული გარიგებები? – ზღაპრებს ყვებით რაღაცას. სასაცილოა.”

Published on

“სისულელეა” – ასე პასუხობს დედაქალაქის მერი კახა კალაძე კითხვას სუს-ში მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების შესახებ.

კალაძე აღნიშნავს, რომ “იდიოტი არ არის” და არ იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც დააზიანებს.

საუბარია “მთავარი არხის” ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც კახა კალაძის კომპრომატირებას საგამოძიებო უწყება სამშენებლო კომპანია არქი ჯგუფსა და “ქართული ოცნების” დეპუტატზე, ილია წულაიაზე გასვლით ცდილობს.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, იგეგმება დედაქალაქის მერის დადანაშაულება კორუფციულ გარიგებაში, რომლის დრისაც “არქის” 16 მილიონის ქონება 1-ლარად გადაეცა. ბიზნესმენები, რომლებსაც კახა კალაძისთვის ხელის დადება მოეთხოვებათ მონაწილეობდნენ ტენდერში, რომელშიც “არქიმ” გაიმარჯვა.

კალაძე ილია წულიასთან მეგობრობას არ უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ ქონების გადაცემაზე ინფორმაცია არ აქვს.

„სასაცილოა ახლა ეს. თქვენ როგორ ფიქრობთ, იდიოტის შთაბეჭდილებას ვტოვებ?! არ ვტოვებ! ამდენი წელის პოლიტიკაში ვარ და არასდროს მივიღებ ისეთ გადაწყვეტილებას რომელიც პირველ რიგში ჩემთვის იქნება დამაზიანებელი. რა კორუფციული გარიგებები? – ზღაპრებს ყვებით რაღაცას. სასაცილოა.

ილია წულაიასთან ვმეგობრობ ბავშვობიდან. რა არის ამაში ცუდი?! მე არ მაქვს ინფორმაცია (16 მილიონის ქონების 1-ლარად გადაცემაზე)“- აცხადებს კალაძე.

,,ნიუ პოსტი

სიახლეები

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...

საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო-უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

საქართველოს ეკონომიკა 6.9%-ით გაიზარდა – საქსტატი

საქსტატის ცნობით, 2026 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა 6.9%-ით...