მთავარისიახლეებიპოლიტიკაუზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საჩივრების განხილვის თარიღი დაასახელა

უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საჩივრების განხილვის თარიღი დაასახელა

Published on

უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საჩივრების განხილვის თარიღი დაასახელა. ტელეკომპანიის საქმეზე უმაღლესი ინსტანცია ზეპირი მოსმენის გარეშე 21 ნოემბერს იმსჯელებს.
სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 მოითხოვდა, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, ტელეკომპანიის საქმის განხილვა ზეპირი მოსმენით წარმართულიყო, თუმცა უზენაესმა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს.
რუსთავი 2-ის ადვოკატებისთვის ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის მიიღებს სასამართლო გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადა კი 25 იანვარია. 
ქიბარ ხალვაშის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ რუსთავი 2-ის საქმე უზენაესმა სასამართლომ სააპელაციოში დააბრუნოს. პაატა სალია ამავე დროს იმედოვნებს, რომ საქმე მათ სასარგებლოდ დასრულდება.
„იმედი გვქვს, რომ საქმე ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება, მაგრამ არ გამოვრიცხავთ, რომ შესაძლოა უზენაესმა სასამართლომ სააპელაციოში დააბრუნოს,“- განაცხადა პაატა სალიამ.
 

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...