მთავარისიახლეებისამართალინარკოდანაშაულისთვის დაკავებული ბერის აღკვეთ ღონისძიებაზე ზუგდიდის რაიონული სასამართლო სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ბერის აღკვეთ ღონისძიებაზე ზუგდიდის რაიონული სასამართლო სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს

Published on

დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ, ათონის მთაზე მოღვაწე ბერს გიგა ქავთარაძეს, ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.. როგორც დაკავებულის უფლებადამცველმა ჯიტა გულუამ განაცხადა, ბერი დანაშაულს აღიარებს და აღკვეთ ღონისძიებაზე ზუგდიდის რაიონული სასამართლო სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს. შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, გიგა ქავთარაძე და რომან მალანია. ერთ-ერთი დაკავებული ათონის მთაზე მოღვაწე 32 წლის მამა სვიმონ ქავთარაძეა. ამ საქმეზე კიდევ ერთ დაკავებულ პირს რ.მ-ს სასამართლომ აღკვეთის სახით 10 ათასი ლარიანი გირაო შეუფარდა. მას ამისათვის 30 დღიანი ვადა მიეცა, რაც იმას ნიშნავს, რომ თანხის გადახდამდე იგი საპატიმროში დარჩება.

სიახლეები

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...

საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო-უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

საქართველოს ეკონომიკა 6.9%-ით გაიზარდა – საქსტატი

საქსტატის ცნობით, 2026 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა 6.9%-ით...