მთავარისიახლეებიპოლიტიკაპარლამენტის პირველის სხდომა 18 ნოემბერს ჩატარდება

პარლამენტის პირველის სხდომა 18 ნოემბერს ჩატარდება

Published on

 

 საპარლამენტო  უმრავლესობამ მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარების თარიღად 18 ნოემბერი დაასახელა ისე, რომ ცესკოს შემაჯამებელი ოქმები არ გამოუქვეყნებია და ამასთან არც პრეზიდენტთან ყოფილა შეთანხმებული 
ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სპეციალურ განცხადება გაავრცელა 
"2016 წლის პარლამენტის არჩევნების შესახებ ცესკოს შემაჯამებელი ოქმი ჯერ არ გამოუქვეყნებია. შესაბამისად, კონკრეტული თარიღი და დრო ჯერ უცნობია როდის დანიშნავს საქართველოს პრეზიდენტი მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას.
მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარების სხვადასხვა თარიღთან დაკავშირებით ჩვენ დეპუტატებისგან  არაერთი ნაჩქარევი განცხადება მოვისმინეთ,  თუმცა ზუსტი დრო მხოლოდ მაშინ გახდება ცნობილი, როდესაც ცესკო  არჩევნების შემაჯამებელ ოქმს გამოაქვეყნებს და პრეზიდენტი  შესაბამის სამართლებრივ აქტს გამოსცემს." – ნატქვამია ადმინისტრაციის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 
 
დღეს ამ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი გამოეხმაურა:  „ამ საკითხზე განცხადების გაკეთება და ზედმეტი დაძაბულობის შემოტანა საჭირო არ არის- განაცხადა მან –  ვფიქრობთ, რომ  პარლამენტის პირველი სხდომა 18-ში უნდა ჩატარდეს და ამაში საწყენი არაფერია. განცხადება იმის შესახებ, თუ რატომ არ დაველოდეთ მის გადაწყვეტილებას, უადგილოა, რადგან ცესკომ ოქმი უკვე გამოაქვეყნა. ამ დროს ავტომატურად ხდება პრეზიდენტისადმი მიმართვა და პრეზიდენტის ფორმალური მხარდაჭერა ამ საკითხის მიმართ, როგორც მოვითხოვეთ. ამაზე რაღაც პრეტენზიის გამოთქვა, რომ ჩვენ უფლება მივეცით თავს და თარიღი განვსაზღვრეთ… ეს არის ის დრო, რითიც პრეზიდენტს გვინდა, რომ მივმართოთ. საფუძველი და წინაპირობა იმისა, რომ პრეზიდენტმა უარი გვითხრას, არ აქვს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
 
განცხადებათა გაცვლის ამ პროცესში მთელი ,,ეშხი'' იმაშია, რომ პირველი სხდომის თარიღი მანამ გამოცხადდა, სანამ შემაჯამებელი ოქმები გამოქვეყნდებოდა, და  პრეზიდენტის ადმინისტრაციის   განცხადება სწორედ ამის დაუშვებლობაზე მიუთითებდა,  გია ვოლსკი კი ამ გადაწყვეტილების სისწორეს იმით ამართლებს, რომ ოქმები გამოქვეყნებულია, თუმცა ეს  პრეზიდენტის განცხადების გამოქვეყნების  შემდეგ მოხდა.
 
 

სიახლეები

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...

რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის

რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის - უკრაინული დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ცეცხლი საწვავის...