მთავარისიახლეებიპოლიტიკაან დავიბრუნებთ თავისუფალ არჩევნებს, ან მართლა გადავეშვებით ჭაობში - გიგი უგულავა

ან დავიბრუნებთ თავისუფალ არჩევნებს, ან მართლა გადავეშვებით ჭაობში – გიგი უგულავა

Published on

ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვან გასაყარზე, ან დავიბრუნებთ თავისუფალ არჩევნებს, ან მართლა გადავეშვებით ჭაობში. სხვა გზა საქართველოს არ აქვს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ქუთაისში მიმდინარე აქციაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება და ოპოზიცია უნდა იყოს არა ივანიშვილის, არამედ ხალხის მოსაწონი.

„ის ნადირი, რომელიც გვართმევს არჩევნებს, ცალი ფეხით უკვე გვყავს ხაფანგში. შემწყვდეულია უკვე ივანიშვილი ხაფანგში და ის, რასაც ჩვენ ვუყურებთ, იმ გავეშებულ ველურობას, კვერცხების და რაღაც ნივთების სროლას, საკუთარი ტყავის გადარჩენას, ყველაფერი არის იმის ნიშანი, რომ ივანიშვილი ცალი ფეხით არის ხაფანგში და ჩვენი ამოცანაა, ბოლომდე მივიყვანოთ საქმე და წავართვათ ის, რაც გვეკუთვნის ჩვენ. წავართვათ ის, რაც არის ყველასი, წავართვათ ის, რაც განგვასხვავებს ჩვენ მთელ რეგიონში. დაგვიბრუნეთ პროპორციული არჩევნები და მერე დავეჭიდოთ ერთმანეთს, ვინ ვის აჯობებს გადაწყვიტოს ხალხმა, მხოლოდ და მხოლოდ ხალხმა და არავინ სხვამ. თუ ივანიშვილს უნდა ამ ხაფანგიდან გამოსვლა, ხაფანგის გასაღები ჩვენს ხელშია და მანამ, ვიდრე კისრამდე არ შესულა ხაფანგში, საიდანაც მერე ქრისტე ღმერთი ვერ გამოიყვანს, მოეგოს გონს.

ადამიანი, რომელიც იკადრებს და იტყვის, რომ მე მანამდე ვიქნები პოლიტიკაში, ვიდრე ჩემი მოსაწონი ოპოზიცია არ იქნებაო, ყველა დიქტატურა, ყველა ავტოკრატია, ყველა უმსგავსობა იწყება ამ ფრაზით. ასე არის ისტორიაში, ასეა თანამედროვეობაში, ასეა ლიტერატურასა და კინოში. ადამიანი, რომელიც იკადრებს და იტყვის, მე უნდა მომწონდესო, ის ადამიანი არის უზურპატორი და ართმევს ხალხს არჩევანს“,- განაცხადა უგულავამ.

სიახლეები

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...

საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო-უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...