მთავარისიახლეებიპოლიტიკარატომ ვერ შეძლო მიხეილ სააკაშვილმა 100 ათასი დოლარის შოვნა?

რატომ ვერ შეძლო მიხეილ სააკაშვილმა 100 ათასი დოლარის შოვნა?

Published on

უკრაინის მე-5 არხის გადაცემაში სტუმრობისას საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და უკვე ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა არაერთ საკითხზე ისაუბრა, მათ შორის იმაზე, თუ რატომ ვერ შეძლო  100 000 დოლარის შოვნაც კი.   
სააკაშვილმა  წამყვანს შეკითხვაზე,  თუ რა გამოსდის  პოროშენკოს მასზე უკეთესად, უპასუხა , რომ   მაშინ, როდესაც პოროშენკომ მილიარდები იშოვა, მან 100 000 დოლარის შოვნაც ვერ შეძლო და ეს იმიტომ, რომ  მისთვის ჩვეულებრივი ადამიანების საფიქრალის გაგებაა უფრო ადვილი, მას მათ ადგილას თავის დაყენება შეუძლია, რადგან მისი თქმით, იგი გაცილებით უფრო ახლოს არის ადამიანებთან მატერიალური მდგომარეობით, და მეორე მომენტია ის, რომ  „ადამიანებთან ურთიერთობას ეთაყვანება“. „მე არასოდეს მიცხოვრია მდიდრულ რეზიდენციებში, როდესაც პრეზიდენტი ვიყავი, თითქმის ყოველ საღამოს ჩვეულებრივ კაფეში ვიჯექი. ნუ, პატარა ქვეყანაა, რა თქმა უნდა, უკრაინა სხვა ისტორიაა“.
ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენია მისი ყოველთვიური საჭიროება და ჰყავს თუ  არა დაცვა, სააკაშვილმა უპასუხა, რომ  რამდენიმე ათასი გრივნა სჭირდება , დაცვის ორი წევრი კი საქართველოდან ჰყავს და მათ იარაღის ტარების უფლება არ აქვთ,  ერთი, რაც მისი დაცვის წევრებს შეუძლიათ, ისიც თუ სწრაფად მოახდენენ რეაგირებას, მისი „ზელიონკის“ შესხმისაგან დაცვაა (იცინის). 
„ადრე მე მყავდა დიდი დაცვა, კარგი ბიჭები არიან…'' 
 
 

 
 

სიახლეები

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...

რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის

რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის - უკრაინული დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ცეცხლი საწვავის...