მთავარისიახლეებისაზოგადოებაბიძინამ გურიაში ბაობაბი იყიდა, რას იყიდის სამეგრელოში?

ბიძინამ გურიაში ბაობაბი იყიდა, რას იყიდის სამეგრელოში?

Published on

 ბიძინა ივანიშვილმა თავისი  მშენებარე პარკისთვის ბაობაბის ჯიშის ასწლოვანი ხე 45 ათას დოლარად შეიძინა.- ამის შესახებ ინფორმაცია "გურიის მოამბეს" ოზურგეთის რაიონის სოფელ მერიიდან მიაწოდეს.
სწორედ ამ სოფელში, გობრონიძეების ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთში მდებარეობს ბაობაბის ხე, რომლის ასაკიც ადგილობრივთა გადმოცემით მინიმუმ ასი წელია.
თავად ოჯახი, რომელსაც ხე ეკუთვნის, ამ თემაზე ჟურნალისტებთან არ საუბრობს, თუმცა მეზობლების თქმით ამ ხის სანახავად თავდაპირველად სოფელს ექსპრემიერის ძმა ადიკო ივანიშვილი ეწვია, ამ დღეებში კი ხე თავად ექსპრემიერმაც ინახულა.
"მოვიდნენ დაათვალიერეს ფესვები, გაზომეს, გადაუღეს სურათები, თქვეს, რომ გადატანა მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როცა ხეს ფოთლები გასცვივაო"-ამბობს ერთ ერთი მეზობელი.
გავრცელებული ინფორმაციით ივანიშვილები ხეში 45 ათას აშშ დოლარს იხდიან.
ბაობაბის ხე ერთ ერთია იმ 70 ხიდან, რომლითაც ექსპრემიერი ივანიშვილი საკუთარ, შეკვეთილის რეზიდენციასთან მშენებარე პარკის შევსებას გეგმავს.
დანარჩენი მრავალწლოვანი და იშვიათი ნარგავების გადატანა  პარკში მიმდებარე სოფლებიდან ნატანებიდან და წვერმაღალადან, ასევე აჭარისა და სამეგრელოს რეგიონებიდან მოხდება.
ასევე გავრცელებული ინფორმაციით დენდროლოგიური პარკის მშენებლობის დასრულება მომავალი წლის დასაწყისში იგეგმება.

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...