მთავარისიახლეებიპოლიტიკარუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი ალექსეი ულუკაევი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი ალექსეი ულუკაევი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

Published on

  რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის ალექსეი ულუკაევის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. საქმე ეხება 2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ქრთამის აღებას, – აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.როგორც საგამოძიებო კომიტეტში აღნიშნეს, სისხლის სამართლის საქმე მინისტრთან მიმართებაში აღძრულია „როსნეფტის“ მიერ ნავთობის კომპანია „ბაშნეფტის“ აქციების სახელმწიფო პაკეტის შეძენასთან დაკავშირებით. ეკონომიკის განვითარების სამინისტროს, რომელსაც ალექსეი ულუკაევი ხელმძღვანელობს, უნდა გაეკეთებინა დასკვნა ხელშეკრულების თაობაზე.„საუბარი მიდის „როსნეფტის“ წარმომადგენლებისთვის ქრთამის გამოძალვაზე და მუქარაზე“, – აცხადებს საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელი სვეტლანა პეტრენკო. მისი თქმით, მინისტრი 2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ქრთამის აღებისას დააკავეს. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ულუკაევის წინააღმდეგ წარდგენილია ძალიან სერიოზული ბრალდება, რაც ითხოვს „ძალიან სერიოზულ მტკიცებულებებს“.
 
 
 

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...