მთავარისიახლეებიმსოფლიოLe Monde: საფრანგეთის ალპებში რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ელიტარული დანაყოფის ბაზა აღმოაჩინეს

Le Monde: საფრანგეთის ალპებში რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ელიტარული დანაყოფის ბაზა აღმოაჩინეს

Published on

საფრანგეთის ალპებში რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ელიტარული დანაყოფის ბაზა იყო, რომელსაც ევროპის მასშტაბით მკვლელობების განსახორციელებლად იყენებდნენ. – ინფომაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde  აბრცელებს

გამოცემის მიხედვით, დანაყოფი 29155 რომელიც The New York Times-ის გამოძიებამ ყოფილი რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის, ასევე ბულგარელი იარაღით მოვაჭრის მკვლელობის მცდელობასთან და მონტენეგროში სახელმწიფო გადატრიალების ჩაშლილ მცდელობასთან დააკავშირდა, ამ და სხვა ოპერაციებს საფრანგეთის ალპების ზემო სავოიას რეგიონის სხვადასხვა ქალაქიდან გეგმავდა და ახორციელებდა.

Le Monde აქვეყნებს 15 პირის სახელს, რომლებსაც სპეციალურ დანაყოფთან ჰქონდათ კავშირი და 2014-დან 2018 წლამდე პერიოდში საფრანგეთის ალპებში სხვადასხვა ქალაქში იმყოფებოდნენ. ისინი საფრანგეთიდან სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ესპანეთში, დიდ ბრიტანეთსა და რუსეთში გადაადგილდებოდნენ.

გამოცემა ბრიტანული, შვეიცარიული, ფრანგული და ამერიკული სადაზვერვო სააგენტოების გამოძიებებს ეყრდნობა.

ზემო სავოიას რეგიონი შვეიცარიას ესაზღვრება და ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ რეგიონს წარმოადგენს. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ აირჩიეს რუსულმა სადაზვერვო სამსახურებმა ეს ლოკაცია. გარდა საფრანგეთის ალპებისა ისინი ოპერაციებს ახორციელებდნენ მოლდოვის, მონტენეგროს და ბულგარეთის სხვადასხვა ქალაქებიდანაც.

The New York Times-ის გამოძიების   მიხედვით დანაყოფი 29155 ბოლო ათწლეულია მოქმედებს და დასავლეთმა მხოლოდ ახლახანს აღმოაჩინა.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...