მთავარისიახლეებიეკონომიკასემეკის თავმჯდომარეს დავით ნარმანიას არასწორად მიაჩნია, რომ ზემო სვანეთის რეგიონის მცხოვრებლები...

სემეკის თავმჯდომარეს დავით ნარმანიას არასწორად მიაჩნია, რომ ზემო სვანეთის რეგიონის მცხოვრებლები გათავისუფლებული არიან ელექტროენერგიის საფასურისგან

Published on

სემეკის თავმჯდომარეს დავით ნარმანიას არასწორად მიაჩნია, რომ ზემო სვანეთის რეგიონის მცხოვრებლები ელექტროენერგიის საფასურს არ იხდიან. როგორც ცნობილია, ქვეყნის სხვა მაღალმთიან დასახლებებში მთავრობა სამომხმარებლო ტარიფის 50 %-იან სუბსიდირებას ახდენს, სვანეთში კი მოსახლეობა დენის ტარიფის გადახდისგან გათავისუფლებულია. – ამის შესახებ დავით ნარმანიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა იმ მიდგომის შეცვლა, რომლის თანახმადაც, სვანეთში მცხოვრები მოსახლეობა ელექტროენერგიის ტარიფს არ იხდის, ნარმანია აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია შესაბამისი გადასახადი გადაიხადოს მოსახლეობამ, რადგან ამის გარეშე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ არ ეძლევა შესაძლებლობა სვანეთში ინვესტირების და ქსელის შეცვლის, რაც ქსელის მზარდი დატვირთვის პირობებში პრობლემაა.

„ეს ეხება ფიზიკურ პირებს. იურიდიული პირები დიდწილად იხდიან. როდესაც „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ამოღების მაჩვენებელი დაბალი აქვს, ბუნებრივია, მას არ აქვს შესაძლებლობა, რომ იქ ინვესტირება განახორციელოს. შესაბამისად, ქსელის დატვირთვის ზრდის პირობებში შესაძლოა, ქსელი ეტაპობრივად მწყობრიდან გამოვიდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი გადასახადი იქნას გადახდილი, რათა ამოღებული ფულით „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ შეძლოს ქსელის გამოცვლა, დამატებითი ინვესტიციების გაკეთება, ქსელის გაძლიერება და ასე შემდეგ. განსაკუთრებით ქსელის დატვირთვის ზრდის პირობებში მნიშვნელოვანია, რომ ქსელი გაძლიერდეს“, – აცხადებს ნარმანია

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...