მთავარისიახლეებიმსოფლიოსაყოველთაო გაფიცვის გამო პარიზში მუნიციპალური ტრანსპორტი არ მუშაობს

საყოველთაო გაფიცვის გამო პარიზში მუნიციპალური ტრანსპორტი არ მუშაობს

Published on

პარიზში საყოველთაო გაფიცვის გამო მუნიციპალური ტრანსპორტი პარალიზებულია, არ მუშაობს მეტრო და რკინიგზა. ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, ამ მიმართულებით ქალაქში ვითარება ხვალ და სავარაუდოდ მთლიანად ამ კვირაში რთულად იქნება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სარკინიგზო ოპერატორებმა Eurostar-მა და Thalys-მა გაფიცვის გამო ბრიუსელთან და ლონდონთან დამაკავშირებელი რეისების ნახევარზე მეტი გააუქმეს. ასევე გაუქმდა ფრენების 20%.

გაფიცვაში მონაწილეობენ ნახევარზე მეტი საშუალო და დაწყებითი სკოლების პედაგოგები და თანამშრომლები. ასევე გაიფიცნენ საავადმყოფოების მუშაკები.

როგორც BBC წერს, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კვლევის მიხედვით, საყოველთაო გაფიცვას მხარს მოსახლეობის 69% უჭერს, განსაკუთრებულ მხარდაჭერას კი გამოხატავენ 18-34 წლის მოქალაქეები. 

მაკრონის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ შეძლებს თავიდან აირიდოს 1995 წლის მსგავსი საყოველთაო გაფიცვა. მაშინ გაფიცვა სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, ბლოკირებული იყო სატრანსპორტო სისტემა, რის გამოც ხელისუფლება იძულებული გახდა საპენსიო რეფორმის მხრივ დათმობებზე წასულიყო. 

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...