მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ერის მამის გადაგდებას არ შეგარჩენთ","დიმიტრი, ბიძინა დაიკრძალება მთაწმინდაზე, შენ - ძეგვში" -...

“ერის მამის გადაგდებას არ შეგარჩენთ”,”დიმიტრი, ბიძინა დაიკრძალება მთაწმინდაზე, შენ – ძეგვში” – მოძრაობა 20/30-იანელების აქცია-პერფორმანსი მცხეთაში

Published on

მოძრაობა 20/30-იანელების წარმომადგენლებმა მცხეთის გამგეობასთან, დიმიტრი ხუნდაძის სამაჟორიტარო ოფისთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათ პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდება გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ ქვეყანა ხუნდაძეს “უდიდესი ქველმოქმედის და საზოგადო მოღვაწის”, ბიძინა ივანიშვილის “გადაგდებას“ არ აპატიებს.- ინფორმაციას ამის შესახებ ,,გირჩი” ავრცელებს

“ხუნდაძემ იუდასავით გაყიდა ივანიშვილი და ამ დიდებულ ადამიანს, ისტორიული გადაწყვეტილების მიღებაში ხელი შეუშალა“, “ბიძინა ივანიშვილს თავის მართლება არ უნდა უწევდეს, მას თავის სამართლებელი არაფერი აქვს, ის დიდი ადამიანია და უდიდესი ღვაწლი აქვს ქვეყნის წინაშე, დიმიტრი ხუნდაძემ კი, ხელი შეუშალა მას ბრწყინვალე დემოკრატიის მშენებლობაში” – ამბობენ   20/30-იანელების მოძრაობის წევრები.

აქციაზე 20/30-იანელებს მიტანილი ჰქონდათ ბანერები წარწერებით – “გახსოვდეს ვინ გაქცია კაცად”, “ერის მამის გადაგდებას არ შეგარჩენთ”,”სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ, რომ კაცად ვერ გამიზრდიხარ”, “დიმიტრი, ბიძინა დაიკრძალება მთაწმინდაზე, შენ – ძეგვში”.

შეგახსენებთ, რომ მოძრაობის წევრები ბიძინა ივანიშვილის მთაწმინდაზე დაკრძალვას ითხოვენ და ამისთვის ხელმოწერებსაც აგროვებენ.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...