მთავარისიახლეებისაზოგადოებათბილისის 116-ე სკოლაში მოსწავლეთა შელაპარაკების დროს, ერთ-ერთი მათგანი დაჭრეს

თბილისის 116-ე სკოლაში მოსწავლეთა შელაპარაკების დროს, ერთ-ერთი მათგანი დაჭრეს

Published on

თბილისის 116-ე სკოლაში მერვე  და მეცხრეკლასელების შელაპარაკების დროს, ერთ-ერთი მათგანი, სავარაუდოდ, კალმით ფეხში დაჭრეს. შემთხვევა 3 დეკემბერს მოხდა, რის შემდეგაც მოზარდი სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ამ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინსიტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გამოძიება დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ასევე მანდატურის სამსახურიც. უწყება ამბობს, რომ ბავშვის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს არავითარი საფრთხე არ ემუქრება.

უწყება გავრცელებულ გნცხადებაში ამბობს, რომ დისტანციური მეთვალყურეობის დროს მანდატურმა, სკოლის ვიდეოკამერებიდან შენიშნა, თუ როგორ მიიღო “უფროსკლასელი ბიჭების ხუმრობამ და თამაშმა უხში ფორმა“.

“სიტუაციის განმუხტვის და ვითარებაში გარკვევისთანავე, მანდატურმა აღმოაჩინა, რომ მე-8 კლასის მოსწავლე ბიჭს მიყენებული ჰქონდა მცირე ფიზიკური დაზიანება. მას ადგილზე გაეწია პირველადი დახმარება, თუმცა, მანდატურის მითითებით, სკოლის ექიმმა მაინც გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. თავად მანდატურმა კი ფაქტი აცნობა პოლიციას”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...