მთავარისიახლეებისაზოგადოებაწინა წლებთან შედარებით საქართველომ კიდევ უფრო დაბალი დონე აჩვენა წიგნიერებაში - კვლევა

წინა წლებთან შედარებით საქართველომ კიდევ უფრო დაბალი დონე აჩვენა წიგნიერებაში – კვლევა

Published on

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის, PISA 2018-ის კვლევის შედეგები გამოქვეყნდა. კვლევაში 79 ქვეყანაზე მეტი მონაწილეობდა.
სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდნენ 15 წლამდე ახალგაზრდები, დაახლოებით 32 მილიონზე მეტი სკოლის მოსწავლე.
კვლევა ეხებოდა მოსწავლეთა დონის დადგენას საბუნებისმეტყველო საგნებში, მათემატიკასა და წიგნიერებაში.
საგანგაშოა ის ფაქტი, რომ წინა წლებთან შედარებით საქართველომ კიდევ უფრო დაბალი დონე აჩვენა, განსაკუთრებით – წიგნიერებაში.
ქართველი მოსწავლეების შედეგები ბევრად ჩამორჩება აზერბაიჯანელი და ყაზახი მოსწავლეების შედეგებს.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფო გორგოძის განცხადებით, საერთო

სურათი სახარბიელო არ არის, თუმცა ბოლო ათწლეულთან შედარებით დინამიკა ზრდადია.

– “OECD”-ის (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) ქვეყნების საშუალო მონაცემებს თუ შევადარებთ, ათწლიან მონაკვეთში გაუმჯობესება გვაქვს.
დინამიკა ზრდადია, თუმცა კვლევა აჩვენებს, რომ წიგნიერებაში ყველაზე მეტად გვიჭირს, მათემატიკაში კი ყველაზე კარგი ზრდა გვაქვს. რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით, რომ საერთო სურათი სახარბიელოა, თუმცა მზარდ დინამიკას ვინარჩუნებთ, – აღნიშნა სოფო გორგოძემ.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, სოციალურ მეცნიერაბათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის მაია კაპანაძის შეფასებით, მიღებული შედეგები ქვეყანაში არსებულმა განათლების ჯაჭვური პროცესების დარღვევამ გამოიწვია.
– ბაღი, სკოლა და უნივერსიტეტი ერთი მთლიანი ჯაჭვია, წარმოიდგინეთ, საქართველოში მოზარდი ვერც ერთ ეტაპზე ვერ იღებს სათანადო განათლებას. ჩვენი ქვეყანა მიბმულიაბოლონიის პროცესს, რამაც სავალალო შედეგები გამოიწვია განათლების კუთხით. გადახედეთ სკოლის სახელმძღვანელოებს და გაოცდებით, რას სწავლობენ მოზარდები. უნივერსიტეტში მოდიან ახალგაზრდები, რომლებსაც არ აქვთ ფუნდამენტური ცოდნა, შესაბამისად უჭირთ, ახლის მიღება და შემეცნება. ამ ტემპით, უახლოეს მომავალში, სამწუხაროდ, კარგი კადრების დეფიციტი გვექნება ყველა სფეროში და ყველა მიმართულებით.
პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭიროა ძირეული ცვლილებები. მთლიანად უნდა შეიცვალოს არსებული განათლების სისტემა, უნდა შემუშავდეს მორგებული სკოლამდელი, სასკოლო და საუნივერსიტეტო პროგრამები“, – აღნიშნა მაია კაპანაძემ.

კვლევების საერთო სურათის მიხედვით, საქართველო წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს როგორიცაა პანამა, ინდონეზია, მაროკო, კოსოვო, ლიბანი, დომინიკელთა რესპუბლიკა, ფილიპინები.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA 2018 აფასებს მოსწავლეების იმ ძირითად ცოდნასა და უნარებს, რომელთა ფლობაც აუცილებელია ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ინდივიდის სრულფასოვანი მონაწილეობისათვის.

რამდენად შეუძლიათ მათ ცოდნის გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში როგორც სკოლაში, ასევე მის გარეთ და რამდენად ფლობენ მოსწავლეები ზოგად კომპეტენციებს, მათ შორის, დამოუკიდებლად სწავლის, კომუნიკაციის, ადაპტაციის, პრობლემების გადაჭრისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარებს.

საქართველო კვლევაში 2009 წელს ჩაერთო იმ 10 ქვეყანასთან ერთად, რომლებიც შედარებით მოგვიანებით შეურთდნენ კვლევას – „PISA 2009 +“ პროექტის ფარგლებში. ჩვეულებრივ, თითოეულ ქვეყანაში კვლევაში მინიმუმ 150 სკოლა და ამ სკოლებიდან შემთხვევით შერჩეული 4500- დან 10000-მდე მოსწავლე მონაწილეობს.

ამ კვლევას საფუძვლად უდევს წიგნიერების ზოგადი კონცეფცია – PISA ფოკუსირებულია მოზარდთა შესაძლებლობებზე, გამოიყენონ ძირითად საგნებში მიღებული ცოდნა და უნარები ყოველდღიურ ცხოვრებაში. შესაბამისად, იგი არ შემოიფარგლება სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შინაარსობრივი საკითხებით და ცოდნის პრაქტიკაში ინტეგრირებულად გამოყენებას აფასებს. მის სამიზნე ჯგუფს 15 წლის მოზარდები წარმოადგენენ.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...