მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოში 5 წლამდე ბავშვების 44%-ს არ აქვს მინიმუმ სამი საბავშვო წიგნი

საქართველოში 5 წლამდე ბავშვების 44%-ს არ აქვს მინიმუმ სამი საბავშვო წიგნი

Published on

გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით საქართველოში 14 000-ზე მეტ შინამეურნეობაში ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელიც 2018 წლის მონაცემებს ასახავს, ქვეყანაში 5 წლამდე ასაკის ბავშვების 44%-ს არ აქვს მინიმუმ 3 საბავშვო წიგნი, 94% კი თამაშობს არა ნაყიდი სათამაშოებით, არამედ საოჯახო ნივთებით.

მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა, მიქსი საქართველო 2018, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გლობალური მიქსის პროგრამის ფარგლებში ჩაატარა 2018-2019  წლებში, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ტექნიკური და რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით.

MICS-ი გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ შემუშავებული და მისი მხარდაჭერით ჩატარებული შინამეურნეობების ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო კვლევაა მსოფლიოში. კვლევა ფარავს ძირითად ინდიკატორებს, რომლებიც გამოიყენება შინამეურნეობების, განსაკუთრებით კი ბავშვების და ქალების მდგომარეობის შესაფასებლად. MICS-ის ჩატარება 1990-იან წლებში დაიწყო და დღემდე 300-ზე მეტი კვლევა ჩატარდა 100-ზე მეტ ქვეყანაში.   საქართველოში MICS-ი 180-ზე მეტ ინდიკატორს ფარავს. მასში 14 000-ზე მეტმა შინამეურნეობამ მიიღო მონაწილეობა.

კვლევის შედეგად გამოვლენილი მონაცემების თანახმად, 2-4 წლის ასაკის ბავშვების ადრეულ სტიმულირებასა და სათანადო მზრუნველობაში დედები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ (60%), ხოლო მამათა მონაწილეობა გაცილებით ნაკლებია (8%).

საბავშვო ბაღებში სწავლა დაკავშირებულია დასახლების ტიპთან, ასაკთან და კეთილდღეობასთან. იმ ბავშვების პროცენტული წილი, რომლებიც საბავშვო ბაღში სწავლობენ, ქალაქის ტიპის დასახლებებში 16 პროცენტული პუნქტით მაღალია სოფლის ტიპის დასახლებებთან შედარებით. საბავშვო ბაღში დასწრება 10 პროცენტული პუნქტით მაღალია 4 წლის ასაკის ბავშვებში 3 წლის ასაკის ბავშვებთან შედარებით.

პირდაპირი კავშირი არსებობს საბავშვო ბაღში სწავლასა და სიღარიბეს შორის, უმდიდრეს ოჯახებში მცხოვრებ ბავშვთა პროცენტული წილი, რომლებიც დადიან საბავშვო ბაღში, 26 პროცენტული პუნქტით აღემატება უღარიბესი კვინტილის ანალოგიურ მაჩვენებელს.

იმ ბავშვებიდან, რომელიც საბავშვო ბაღში სწავლობს, 94% საჯარო ბაღში დადის, ხოლო 6% – კერძო ბაღში, ბავშვების მხოლოდ 1% კი სხვა ტიპის საბავშვო ბაღში დადის.

მედია საშუალებების გამოყენება ბავშვებში ფართოდ არის გავრცელებული. 5 წლამდე ასაკის ბავშვების 35% ელექტრონულ მოწყობილობებს დღეში 1 საათზე მეტი ხნის განმავლობაში იყენებს. მნიშვნელოვანი უთანასწორობა არის ქალაქად და სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას შორის. ელექტრონული მოწყობილობების გამოყენების სიმწვავე ქალაქის ტიპის დასახლებებში მცხოვრები 5 წლამდე ასაკის ბავშვებში შედარებით მაღალია, ვიდრე სოფლის ტიპის დასახლებებში და შესაბამისად 40% და 27% უტოლდება.

5 წლამდე ასაკის ბავშვების 64% თამაშობს მაღაზიაში ნაყიდი სათამაშოებით, 94% საოჯახო ნივთებით, მათ შორის სახლის გარეთ ნაპოვნი ნივთებით, ხოლო ბავშვების შედარებით მცირე პროცენტული წილი კი – თვითნაკეთი სათამაშოებით (12%). ბავშვების 44%-ს არ აქვს მინიმუმ 3 საბავშვო წიგნი.

5 წლამდე ასაკის ბავშვების 4%, ამ კვლევის ჩატარებამდე ერთი კვირით ადრე, დატოვეს არასათანადო მეთვალყურეობის ქვეშ: მარტო, ან 10 წლის ასაკამდე სხვა ბავშვის მეთვალყურეობის ქვეშ ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში. მნიშვნელოვანი განსხვავება ფიქსირდება რეგიონებს შორის, გურიაში ეს მაჩვენებელი 2%-ს, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში 8%-ს შეადგენს.

სიახლეები

ნატო ადასტურებს, რომ მოიგერიეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა

ნატო ადასტურებს, რომ ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია. „პარასკევს დილით...

ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების მიზნით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი არასწორია

გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების მიზნით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი არასწორია,...

სოფელ კურსებში მეწყრული პროცესი მწვავდება

დანგრეული სახლები, გახსნილი სასაფლაოები, მიწის უზარმაზარი ნაპრალები - ტყიბულში, სოფელ კურსებში მეწყრული პროცესი მწვავდება. ხალხი...

ოკუპირებულ აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საოკუპაციო რეჟიმმა ტყვარჩელის რაიონის, სოფელ ოქუმში საქართველოს მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის...