მთავარისიახლეებიევროპაში ყველაზე დაბინძურებული შავი ზღვაა, რომლის ნაწილი მკვდარია - BBC

ევროპაში ყველაზე დაბინძურებული შავი ზღვაა, რომლის ნაწილი მკვდარია – BBC

Published on

მეცნიერების კვლევის მიხედვით, შავი ზღვის ნაწილი მკვდარია. ინფორმაციას ამის შესახებ “ბი-ბი-სი” ავრცელებს. გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მეცნიერებმა დეტალურად შეისწავლეს შავი ზღვიდან ამოღებული სინჯები და ისინი თვლიან, რომ ზღვის ნაწილი მკვდარია.

“ბი-ბი-სი” ასევე წერს, რომ წლების განმავლობაში, აღმოსავლეთ ევროპისთვის შავი ზღვა ნაგავსაყრელად იყო ქცეული, რამაც ზღვის მდგომარეობა კრიტიკულ ნიშნულამდე მიიყვანა.

აბუჯალილ აბდურასულოვის მიერ მომზადებულ რეპორტაჟში, ავტორი ამბობს, რომ შავი ზღვა ევროპის ზღვებს შორის, ყველაზე მეტად არის დაბინძურებული.

“ბი-ბი-სი”-ს ჟურნალისტი ბათუმში იმყოფებოდა, კერძოდ ნაგავსაყრელზე და ყვება, რომ ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი იმისა, რომ ზღვა კვდება.

ჟურნალისტმა ასევე გადაიღო შავი ზღვის სანაპირო უკრაინის მხრიდან, სადაც ზღვას სასიცოცხლო ნიშნები თითქმის აღარ ეტყობა.

ჟურნალისტთან ერთად შავ ზღვაში სპეციალისტებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც კიდევ ერთხელ აიღეს სინჯები.”ზღვიდან აღებული მაჩვენებლები შემაშფოთებელია. შემიძლია ვთქვა, რომ ევროპაში ეს ყველაზე დაბინძურებული ზღვაა და საკმაოდ საშიში,”- განაცხადა “ბი-ბი-სი”-სთან საუბრის დროს იაროსლავ სლობოდნიკმა.

ზღვის გარკვეულ მონაკვეთებში აღმოჩნდა ადამიანისთვის საშიში ბაქტერიაც, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ასეთი ტიპის ბაქტერია ადამიანს კლავს. აღსანიშნავია, რომ ეს განცხადება სპეციალისტებმა მაშინ გააკეთეს, როცა სინჯებს უკრაინაში იღებდნენ.

“ბი-ბი-სი”-ს რეპორტაჟი ზაფხულშია გადაღებული, თუმცა ის ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ცნობილია, რომ შავი ზღვის შესწავლა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

წყარო- amerikiskhma.com

სიახლეები

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტ ჯივინოსტატს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა...

ბოკუჩავა განმარტავს, რატომ ვერ დაესწრო ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას

ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ვერ დაესწრო....