მთავარისიახლეებისაზოგადოება"მე გიხდით ბოდიშს, რომ დროულად არ ჩადგა თქვენს შორის პოლიცია, უბრალოდ ჩემთან...

“მე გიხდით ბოდიშს, რომ დროულად არ ჩადგა თქვენს შორის პოლიცია, უბრალოდ ჩემთან საუბარს შემორჩა..”- ჯანო ჭკადუა

Published on

ზუგდიდში გუშინდელ აქციას სოციალურ ქსელში საიას ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი ჯემალ ჭკადუა გამოეხმაურა. იურისტი ყურადღებას ამახვილებს პოლიციის არაკომპეტენტურობაზე და ირონიულად საკუთარ თავზე იბრალებს იმას, რომ სამართალდამცავებმა აქციაზე, სადაც იყო ცოცხების, კასრების, ბოქლომების სროლა, მისვლა შეგნებულად დააგვიანა და ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის ჩამდგარი მედია მარტო დატოვა. “ოდიშინიუსი” ჯემალ ჭკადუას პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

” ბოლო დღეების განმავლობაში, პოლიტიკური პარტიების მიერ ორი აქცია ჩატარდა ზუგდიდში.
პირველი აქციის დროს ოპოზიციის წარმომადგენლებმა მაჟორიტარი დეპუტატის ბიოროსთვის ბოქლომის დადება სცადეს. აქციის მონაწილეებს ბიუროსთან მართველი პარტიის მხარდამჭერები დახვდნენ. შუაშია პოლიციის თანამშრომლები ჩადგნენ. ორივე მხარეს აქციის 30-30_მდე მონაწილე იყო და ამავე ოდენობით პოლიცია.
დღეს, ოპოზიციის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, ერთ მხარეს მმართველი პარტიის 200_მდე მხარდამჭერები იყო, ოპოზიციის მხარეს _ 50 მდე, მათ შორის კი ჟურნალისტები იდგნენ, სხვა არავინ.
იყო სიტყვიერი შელაპარაკება, ცოცხები, კასრები, ყავარჯნები, მინის დაზიანება და ა. შ მაგრამ ორივე მხარემ შეძლო, რომ აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში არ გადაზრდილიყო..
მგონი რაღაც დამავიწყდა, ა ხო, პოლიცია.. ალბათ იკითხავ პოლიცია სად იყო?! სად და ჩემს გვერდით იდგა, მე მოვაცდინე.. ჩემი, ჩემი ბრალია, რომ პირველი 15 წუთი შორიდან უყურებდა თუ რა ხდებოდა აქციის წევრებს შორის… მერე ორივეს ერთად გაგვახსენდა, რომ პრევენციის მიზნით აქციის მონაწილეებს შორის პოლიცია უნდა ჩამდგარიყო.. მერე რაა, რომ დააგვიანა! თავიდანვე არ დადგა! მერე რაა, რომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის არავინ იდგა და მოხუც ქალს ცოცხი რამოდენიმეჯერ ჩაარტყეს!… მთავარია ბებომ “აბაროტი” არ მისცა და ფიზიკური დაპირისპირება არ მოხდა…
მე გიხდით ბოდიშს, რომ დროულად არ ჩადგა თქვენს შორის პოლიცია, უბრალოდ ჩემთან საუბარს შემორჩა… “- წერს ჯემალ ჭკადუა.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...