მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში აქციის დროს პრაიმ-ტაიმის ჟურნალისტი თეა შონია დაშავდა

ზუგდიდში აქციის დროს პრაიმ-ტაიმის ჟურნალისტი თეა შონია დაშავდა

Published on

ზუგდიდში, ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე პრაიმ-ტაიმის ჟურნალისტი თეა შონია დაშავდა. “წინა ხაზზე ვიდექი, ლაივს ვაკეთებდი, რა დროსაც რამდენჯერმე მესროლეს კვერცხები, რომელიც მილიმეტრებით ამცდა საფეთქელთან. მას შემდეგ რაც პოლიციამ რეაგირება დააგვიანა, ჟურნალისტები მოვყევით ეპიცენტრში. ვინაიდან მე ცენტრში ვიდექი, ბრბომ გადამიარა და მოვყევი ამ ჟლეტაში. გონება დავკარგე და მხსოვს, ვიღაცის ხმა, თეა, თეა – მეძახდა. არ ვიცი ვინაა, ვიღაც ორმა ახალგაზრდამ გამიყვანა. მარჯვენა ფეხი დასიებული მაქვს და მკლავები მაქვს დალურჯებული…მადლობა ყველას, მადლობა პრაიმ-ტაიმის რედაქციას ყურადღებისთვის.”- განუცხადა “ოდიშინიუსს” თეა შონიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საღამოს ხმაური და დაპირისპირება იყო და ნაციონალური მოძრაობის ოფისთან, სადაც “ქართული ოცნების” ორგანიზებით აქცია მოეწყო. აქციის მონაწილეებმა ოფისს ცოცხები, ბოქლომები, კვერცხები, კასრები და ყავარჯნები ესროლეს.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...