მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდი - ლახამულას გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ზუგდიდი – ლახამულას გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

Published on

ლახამულა-მესტიის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის ჯაჭვებით გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამასთანავე, დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ186-კმ198 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

„თოვლის გამო, კმ100-კმ186 (ლახამულა-უშგული) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ100-კმ138 (ლახამულა-მესტია) მონაკვეთზე თავისუფალია, კმ138-კმ186 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე, დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ100 (ზუგდიდი – ლახამულა) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში

სიახლეები

აბრამოვი სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო

2024 წლის დეკემბრის აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული თედო აბრამოვი სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო. პირველ...

დღეს პატრიარქის ნათლულების მსვლელობას აწყობენ

დღეს პატრიარქის ნათლულების მსვლელობას აწყობენ. მსვლელობა 20:00 საათზე ავლაბრის მეტროსთან დაიწყება და სამების ტაძართან...

ესპანეთმა უკრაინისთვის €1 მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი წარადგინა

18 მარტს ესპანეთმა უკრაინისთვის 2026 წლისთვის 1 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი წარადგინა,...

ვითხოვ, რომ პატრიარქის გასვენებაში მიმიყვანონ – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო...