მთავარისიახლეებიპოლიტიკაკარლ ჰარცელი: ძალადობა ყოველთვის დასაგმობია, მისი თავიდან აცილებისთვის კი დიალოგი აუცილებელია

კარლ ჰარცელი: ძალადობა ყოველთვის დასაგმობია, მისი თავიდან აცილებისთვის კი დიალოგი აუცილებელია

Published on

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა. ჰარცელის თქმით, ძალადობა ყოველთვის დასაგმობია, მისი თავიდან აცილებისთვის კი დიალოგი აუცილებელია.

“ევროკავშირმა მაქსიმალურად შეუწყო ხელი გასულ კვირას დიალოგის ჩატარებას. მოხდა აზრების გაცვლა. ჩვენ სხვადასხვა მონაწილესთან დიალოგის პროცესში ვართ თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას შემდეგში. დიალოგი აუცილებელია, რათა ავიცილოთ ძალადობა და დაძაბულობა. ძალადობა ყოველთვის დასაგმობი და ცუდის ნიშანია, ამას სერიოზული მიდგომა სჭირდება”,-თქვა ჰარცელმა ჟურნალისტებთან საუბარში. 

გუშინ, , 2 დეკემბერსქართული ოცნების ოფისთან სამოქალაქო მოძრაობები “სირცხვილია” და “შეცვალე” მცხეთის მერიასთან მოძრაობა “გაბედეს” აქტივისტების ცემას და დაკავებას აპროტესტებდნენ. მათ ქართული ოცნების აქტივისტები ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირსპირდნენ. ასევე, “ოცნების” აქტივისტები მათ პიროტექნიკასა და სხვადასხვა საგანს ესროდნენ. შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, არასრულწლოვანი. 

პოლიციას არც ერთი მოძალადე არ დაუკავებია. პირიქით, ისინი მშვიდობიან აქტივისტებს მოუწოდებდნენ, გარიდებოდნენ აგრესიული დაჯგუფებებს და შესაბამისად, ტერიტორიას. სამართალდამცველებმა სირცხვილიას წევრებს ამისთვის ყვითელი ავტობუსიც შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს.თემები:

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...