მთავარისიახლეებიპოლიტიკათბილისი დიდი სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა - ხელისუფლებამ მშვბიდობიან აქციას თავისი აგრესიული მხარდამჭერები...

თბილისი დიდი სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა – ხელისუფლებამ მშვბიდობიან აქციას თავისი აგრესიული მხარდამჭერები მიუსია

Published on

თბილისი დიდი სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა

ბოლო საათების განმავლობაში ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან, სადაც მოძრაობა “სირცხვილია” და “შეცვალე” საპროტესტო აციას მართავენ,ე „ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები შეძახილებით მივიდნენ – „გაყარეთ ესენი აქედან“ და აქტივისტებს თავსდაესხნენ, რასაც მათ შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა განმეორდა. თვითმხილველები ამბობდენ, რომ განსაკუთრებით აქტიურობდა სუსის მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის ვაჟი, თუმცა პოლიცია ამ ფაქტზე დუმს.

,,სირცხვილისა” ერთ-ერთი ლიდერის გიგა მაქარაშვილის ინფორმაციით, “ქართული ოცნების“ ოფისთან 5 აქტივისტი დაშავდა, მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, განსაკუთრებით მძიმეა ერთი აქტივისტის მდგომარეობა, რომელსაც დაზიანება თვალის აფრეში აქვს მიყენებული. მაქარაშვილის ცნობით, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წევრებმა მათი მისამართით პიროტექტნიკა ისროლეს.

როგორც მაქარაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, აქ იდგა პოლიცია,მაგრამ სანამ ვუთარება არ გამწვავადა საქნეში არ ჩარეულან და ქართული ოცნების წარმომადგენლების შესაჩერებლად ზომები არ მიუღიათ. პირიქით, მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს შესთავაზეს ტერიტორიის ყვითელი ავტობუსებით დაეტოვებინათ.. მისივე განცხადებით, ამაზე დათანხმებას არ აპირებენ. „ვიქნებით აქ ბოლომდე იმიტომ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა დადგეს პრეცედენტი, როცა პოლიცია დაიცავს და შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას. ეს არის ჩვენი კონსტიტუციური უფლება და ამ უფლებას ბოლომდე დავიცავთ”, – განაცხადა მაქარაშვილმა.

დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება.

სიახლეები

ვერა და ვერ მიხვდა ეს ადამიანი, როგორ უნდა ესაუბროს ქართველ ხალხს – მდინარაძე ფიშერზე

ივანიშვილის წარმომადგენელი მამუკა მდინარაძე საქართველოში გერმანიის ელჩ, პეტერ ფიშერზე ამბობს, რომ იგი "შეურაცხყოფას აყენებს...

ჯაშუშობაში ბრალდებულ ირაკლი ჩიხლაძეს პატიმრობა შეეფარდა

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ჩიხლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა...

“შეურაცხმყოფელ კამპანიებზე რეაგირების” სამმართველოს უფროსი თამთა ქიმბარიშვილი იქნება

ოცნების მიერ "სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველოს" უფროსად თამთა ქიმბარიშვილი დაინიშნა. რუსთავი 2-თან...

როგორი ამინდი იქნება 2-4 ივნისს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2-4 ივნისს საქართველოს ცალკეულ რაიონში, შედარებით სითბოს ფონზე, მოსალოდნელია ხალმოკლე...