მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,რამდენს ბედავთ?" - დღეს, 19:00-ზე ქართული ოცნების ოფისთან მოძრაობა "ქვეყნის სამსახურში" აქციას...

,,რამდენს ბედავთ?” – დღეს, 19:00-ზე ქართული ოცნების ოფისთან მოძრაობა “ქვეყნის სამსახურში” აქციას გამართავს

Published on

“რამდენს ბედავთ?” – დღეს, 19:00-ზე, ქართული ოცნების ოფისთან მოძრაობა “ქვეყნის სამსახურში” აქციას გამართავს. აქტივისტები მცხეთაში “გაბედე”-ს წევრების ცემას და დაკავებას გააპროტესტებენ.

“დღეს, მცხეთაში, სამოქალაქო აქტივისტებს ოცნების დაქირავებული ზონდერები ფიზიკურად გაუსწორდნენ!

ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, სამოქალაქო მოძრაობებისა და ოპოზიციური პარტიების პროტესტი მარგინალიზდეს, ამისთვის, ის გვიპირისპირებს პარტ. აქტივს, საჯარო უწყებებში დასაქმებულებსა და პარტიული ინტერესების მქონე ადამიანებს. ბიძინა ივანიშვილის მიზანია, შექმნას სამოქალაქო დაპირისპირების ილუზია.

სამოქალაქო საზოგადოება ერთიანია პროპორციული არჩევნების მოთხოვნაში, ამას მოწმობს როგორც ზოგადი განწყობები, ასევე არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული სხვადასხვა კვლევა!

ჩვენ ვაგრძელებთ კანონის ფარგლებში მოქმედებებს, გამოვიყენებთ კონსტიტუციით მონიჭებულ ყველანაირ უფლებას და შევუქმნით მაქსიმალურ დისკომფორტს ხელისუფლებას, რომელიც გაუჩერებლად ატყუებს ადამიანებს!

მოვუწოდებთ ქართულ ოცნებასა და პირადად ბიძინა ივანიშვილს, აიღოს პასუხისმგებლობა იმ პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც თავად შექმნა და ახლა თავადვე აღრმავებს. პოლიციას კი, რომელიც ახლა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება, ვთხოვთ, ემსახურონ საქართველოს და ნაცვლად უდანაშაულო ადამიანების დაჭერისა, დააკავონ მოძალადე ზონდერები” – წერია განცხადებაში.

მოძრაობა “გაბედეს” რამდენიმე აქტივისტი დღეს, მცხეთის მერიასთან ცემეს და დააკავეს, მათ შორის ერთ-ერთი ლეიბორისტული პარტიის საერთაშორისო მდივანი ბექა ნათელაშვილია. არიან დაშავებულებიც, ერთი მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...