მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ბიზნესმაგნატ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც საქართველოს ფაქტობრივი მმართველია, ქვეყნისთვის კარგი არაფერი მოუტანია...

,,ბიზნესმაგნატ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც საქართველოს ფაქტობრივი მმართველია, ქვეყნისთვის კარგი არაფერი მოუტანია ”- Frankfurter Allgemeine Zeitung

Published on

გერმანულ გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung-ში გამოქვეყნდა   სტატია გასული თვეების განმავლობაში საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ. ) სტატიის თაფგმანს გამოცემა ტაბულა გე ავრელებს_

სტატიის ავტორი, Frankfurter Allgemeine-ს მოსკოვის კორესპონდენტი ფრიდრიხ შმიდტი საუბრობს არაფორმალურ მმართველობასა და ბიძინა ივანიშვილის როლზე:

“დაპირებულ, მაგრამ შეუსრულებელ საარჩევნო რეფორმაზე ბრაზის მიღმა ისმის კითხვა მმართველი პარტიის, ქართული ოცნების მდგომარეობაზე, რომლის თავმჯდომარე, ბიზნესმაგნატი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ფაქტობრივი მმართველია.

ქვეყნისთვის კარგი არაფერი მოუტანია, ძალაუფლების ცენტრი რომ ივანიშვილთანაა და ამგვარად, ის ფორმალურად მთავრობისა და პარლამენტს გარეთაა.” – წერია სტატიაში.

ფრიდრიხ შმიდტის თქმით, საეჭვოა, რამდენად გულწრფელია ივანიშვილი, როცა აცხადებს, რომ პროპორციული არჩევნების ჩაგდების გამო წუხს:

“[პროპორციულის ჩაგდებაზე] ივანიშვილმა წუხილი გამოხატა, თუმცა მისი გულწრფელობა საეჭვოა. მისმა პარტიამ გამოაცხადა, რომ საარჩევნო რეფორმაზე დისკუსია აღარ სურთ. ამას ემატება შიშები არადემოკრატიულ ტენდენციებზე. შარშან საპრეზიდენტო კამპანიის არასამართლიანმა მსვლელობამ დიდი წუხილი გააჩინა: მმართველმა პარტიამ მისი მხარდაჭერილი, ფორმალურად დამოუკიდებელი კანდიდატის გამარჯვება სახელმწიფო აპარატის საშუალებით უზრუნველყო.”

სტატიაში საუბარია იმაზეც, რომ საქართველოს დასავლელი პარტნიორები შეშფოთებას გამოთქვამენ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე.

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...