მთავარისიახლეებიპოლიტიკაოპოზიცია 6 დეკემბერს ქუთაისში საპროტესტო მსვლელობას მოაწყობს

ოპოზიცია 6 დეკემბერს ქუთაისში საპროტესტო მსვლელობას მოაწყობს

Published on

ოპოზიცია 6 დეკემბერს საპროტესტო მსვლელობას ქუთაისში მოაწყობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა  აკაკი ბობოხიძემ  განუცხადა.

„ჩვენ გავაგრძელებთ ყველა იმ პროცესს, რასაც მივმართავდით თბილისში. გარდა ამისა, დამატებით ვაპირებთ გავიდეთ რეგიონებში. პირველი გასვლა გვექნება ქუთაისში, პარასკევს, 14:00 საათზე. რუსთაველის ქუჩის გავლით გვექნება მსვლელობა, რომელიც დასრულდება იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციასთან“ – განაცხადა მან

დეპუტატმა ასევე შეაფასა ხელისუფლების წევრებთან შეხვედრა და ისაუბრა მოლოდინებზე, რომლებიც ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით აქვს.

„როცა ხელისუფლება ჯიუტად ამბობს უარს დათანხმდეს რამეს, ამ დროს საჭიროა ვიღაც მესამე, რომელიც შედარებით უფრო ნეიტრალურია, რომელიც შეიძლება გამოდგეს არბიტრად ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის და ასეთი პროცედურად ყველაზე ხელმისაწვდომი არის ოდირი. მე ვფიქრობ, რომ სახალხო დამცველი, როგორც კი მიიღებს ამ კანონპროექტს, გადააგზავნის და რაც შეიძლება მალე მივიღებთ პასუხს, მაგრამ ეს „მალე“ არ არის დამოკიდებული მხოლოდ ჩვენზე.

თუ ხელისუფლებას უნდა ორივე სისტემის შენარჩუნება, „გერმანულ მოდელში“ შენარჩუნებულია ორივე და ასეთ შემთხვევაში რატომ არ არიან თუნდაც საკონსტიტუციო ცვლილებაზე თანახმა?! უბრალოდ ხელისუფლებას არანაირი ცვლილება არ უნდა“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ  

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...