მთავარისიახლეებიპოლიტიკაკობა გვენეტაძე:"კურსზე მოქმედებს სხვადასხვა გარიგება,მოლოდინები,რომლებიც არსებობს და ეს ყველაფერი ერთად არის ასახული...

კობა გვენეტაძე:”კურსზე მოქმედებს სხვადასხვა გარიგება,მოლოდინები,რომლებიც არსებობს და ეს ყველაფერი ერთად არის ასახული “

Published on

  ეროვნული ბანკი არასდროს დუმს, ის ყოველთვის აკეთებს განცხადებებს, როდესაც საჭიროა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ლარის კურსთან დაკავშირებულ საკითხზე საუბრისას განუცხადა.გვენეტაძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში მცურავი კურსი მოქმედებს და გამოთქვა ვარაუდი, რომ ის საშუალოვადიან პერიოდში დასტაბილურდება. ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა „დიდი რისკის შემცველი“ უწოდა განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ლარის კურსის გაუფასურება ფუნდამენტური ფაქტორებითაა გამოწვეული.„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში არის მცურავი კურსი და ძალიან რთულია, რომ მოკლევადიან რყევებზე გაკეთდეს ასეთი კომენტარი. ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ასეთი კომენტარი დიდ რისკს შეიცავს. კურსზე მოქმედებს სხვადასხვა გარიგება, მოლოდინები, რომლებიც არსებობს და ეს ყველაფერი არის ერთად ასახული . ვფიქრობ, რომ საშუალოვადიან პერიოდში ჩვენ ვალუტას ექნება გამყარების მიმართულებები“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა. რაც შეეხება იმას, რამდენად აქვს რეფინანსირების გაზრდილ სესხებს გავლენა კურსის ცვლილებაზე, კობა გვენეტაძის თქმით, „ეს არის ლიკვიდობის მართვის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელსაც ყველა პროგრესული პოლიტიკის გამტარებელი ეროვნული ბანკი იყენებს და ეს არ ახდენს გავლენას გაცვლით კურსზე“. „ამასთან დაკავშირებით განმარტებები არაერთხელ გაკეთდა. მასზე საუბარია ეროვნული ბანკის ბოლო წლიურ ანგარიშშიც“, – აღნიშნა გვენეტაძემ.ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ინტერვენციებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვასაც უპასუხა და განმარტა, რომ განხორციელებული ინტერვენციები აბსოლუტურად მოდის შესაბამისობაში იმ პოლიტიკასთან, რომელსაც ცენტრალური ბანკი ატარებს. 
   „ეს არის ეროვნული ბანკის სტრატეგიაში. ეს არის ის, რაც ძალიან ბევრჯერ გაუკეთებია ცენტრალურ ბანკს ადრეც – 2012, 2013, 2014, 2015 წლებში და სხვათაშორის, გაცილებით მეტი მოცულობით, ვიდრე წელს გაკეთდა და ეს აბსოლუტურად იყო შესაბამისობაში იმ პოლიტიკასთან, რომელსაც ეროვნული ბანკი ატარებს და არ არის გამორიცხული, რომ მომავალშიც, როდესაც ამის საჭიროება იქნება, მისი გამოყენება მოუხდეს ეროვნულ ბანკს. ამავე დროს მინდა შეგახსენოთ, რომ წლის განმავლობაში ჩვენ არა მარტო გაყიდვები გვქონდა, არამედ საკმაოდ დიდი შესყიდვებიც განვახორციელეთ, თუმცა რატომღაც ეს ყურადღების მიღმა რჩება“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...