მთავარისიახლეებიპოლიტიკაგადაყენებულია ოკუპირებული აფხაზეთის შს მინისტრი, ხაჯიმბა მზად არის გადააყენოს გენერალური პროკურორიც, მაგრამ...

გადაყენებულია ოკუპირებული აფხაზეთის შს მინისტრი, ხაჯიმბა მზად არის გადააყენოს გენერალური პროკურორიც, მაგრამ სოხუმში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები არ იშლებიან

Published on

დღეს დილით სოხუმში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის შენობასთან სამასამდე კაცი შეიკრიბა და სოხუმში 22 ნოემბერს მომხდარი სროლისას მოკლული ალხაზ ავიძბასა და ასტამურ არშბას ნათესავებთან და ახლობლებთან ერთად შს მინისტრის გადაყენება მოითხოვა.

მათ განუცხადეს, რომ აფხაზეთის დე – ფაქტო პრეზიდენტმა უკვე მოაწერა ხელი შს მინისტრის გარი არშბას გადაყენების შესახებ, თუმცა აქციის მონაწილეები კვლავ მოედანზე რჩებიან და დაშლას არ ჩქარობენ. ისინი აცხადებენ, რომ მინისტრის გადაყენება არ კმარა და მან დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს აფხაზეთის ტერიტორია .

არ დავიშლებით მანამ, სანამ არ შევიტყობთ ვის დანიშვნას აპირებს პრეზიდენტი ამ თანამდებობაზე – მოვითხოვთ პრეზდენტმა მიგვიღოს და განგვიმარტოს რას გეგმავს არა მხოლო ამ კონკრეტული შემთხვევის გამოძიებისა და დამნაშავეთა დასჯის, არამედ ზოგადად ქვეყანაში არსებული მძიმე კრიმინოგენული სიტუაციის განმუხტვის მიზნით – აცხადებს მიტინგის ერთერთი ორგანიზატორი, აფხაზეთში ცნობილი პოლიტიკოსი სერგეი შამბა

ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ ხაჯიმბამ კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღო – მან ჩაატარა თათბირი ძალოვაი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან და განუცხადა, რომ აფხაზეთი პარლამენტში შევა წინადადებით დაკავებული თანამდებობიდაან გენერალური პროკურორის გადაყენების შესახებ – ინფორაციას ამის შესახე ,,სპუტნიკ აბხაზია” ავრცელებს

სიახლეები

უკრაინელების დრონების გამო, სარატოვსა და სამარაში “დაცხა”

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის განცხადებით, გუშინ, ღამის განმავლობაში, უკრაინულმა დრონებმა წარმატებით შეუტიეს რუსეთის სიღრმეში,...

დობროპოლიეს მიმართულებაზე ოკუპანტები მასობრივად ნებდებიან

დობროპოლიეს მიმართულებაზე რუსი ჯარისკაცები მასობრივად აბარებენ იარაღს და ნებდებიან. დობროპოლიის მიმართულებით უკრაინელებმა ბოლო თვეების...

სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია დააკავეს

დაკავებულია სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია. აქტივისტს პროევროპული აქციების დროს გამოწერილი ჯარიმების გადაუხდელობას ედავებიან. იმ დროს...

რუსთავში ნარკოდანაშაულზე ერთი პირი დააკავეს, ამოღებულია დიდი რაოდენობით “ალფა პვპ”

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო...