მთავარისიახლეებისაზოგადოებატერაბანკი გზავნილების აქცია-გათამაშებას იწყებს

ტერაბანკი გზავნილების აქცია-გათამაშებას იწყებს

Published on

დღეიდან მომხმარებლები, რომლებიც ტერაბანკის გზავნილების მომსახურებით
ისარგებლებენ, ახალ აქცია-გათამაშებაში ავტომატურად ჩაერთვებიან და სხვადასხვა
ბენეფიტებით ისარგებლებენ.
აქციის პარალელურად მიმდინარეობს გათამაშებაც. წესების მიხედვით, 1 გზავნილით
მომხმარებელი 1 ქულას იღებს, ყოველი გაგზავნილი ან მიღებული 500 ერთეული კი
დამატებით 1 ქულაა. გამარჯვებულები ისინი გახდებიან, ვინც ყველაზე მეტ ქულას
დააგროვებენ. პირველი ადგილის მფლობელს 2020 ლარი გადაეცემა, მეორე ადგილს —
100 ლარი, მომდევნოს კი — 500 ლარი. სამივე მათგანი 31 დეკემბერს გამოვლინდება.
ამას გარდა, აქცია-გათამაშების ფარგლებში, მომხმარებლები, რომლებიც გზავნილებით
ისარგებლებენ, ანგარიშს უფასოდ გახსნიან, ვიზა კლასიკის ან მასტერქარდ სტანდარტის
ბარათებით დასაჩუქრდებიან, თანხის განაღდებას ლარსა თუ აშშ დოლარში
ბანკომატიდან უფასოდ შეძლებენ და დამატებით სხვა უპირატესობებით
ისარგებლებენ.
ტერაბანკის გზავნილებით მომხმარებლებს თანხის მიღება და გაგზავნა მთელი
მსოფლიოს მასშტაბით შეუძლიათ. ბანკი მათ 9 ტიპის გზავნილით სარგებლობას
სთავაზობს. ფუნქციონირებს 24-საათიანი სერვისცენტრებიც, სადაც მომსახურება
ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. ამას გარდა, მსურველებს თანხის მიღება
დისტანციურად, ქოლცენტრის მეშვეობითაც შეუძლიათ.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ან პროდუქტით სარგებლობისთვის ეწვიეთ
ტერაბანკის ზუგდიდის ფილიალს მისამართზე:

თაბუკაშვილის N1 ან დარეკეთ
ნომერზე: 2 55 00 00

სიახლეები

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში იდავებენ

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები - CNN, MS NOW და Politico - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ...

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა არმაზ ახვლედიანის პოლიტიკური სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტში თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მიმართ მონიტორინგი დაიწყო. ამის შესახებ...

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს და წერს,...

იოსელიანმა სააპელაციოს ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ალექსანდრე ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae)...