მთავარისიახლეებისაზოგადოებაპანკისის ხეობაში, შეიარაღებულ დაპირისპირებაში მონაწილე ქავთარაშვილების ოჯახში, უხუცესების და სასულიერო პირების შეხვედრა...

პანკისის ხეობაში, შეიარაღებულ დაპირისპირებაში მონაწილე ქავთარაშვილების ოჯახში, უხუცესების და სასულიერო პირების შეხვედრა მიმდინარეობს

Published on

პანკისის ხეობაში, შეიარაღებულ დაპირისპირებაში მონაწილე ქავთარაშვილების ოჯახში, უხუცესების და სასულიერო პირების შეხვედრა მიმდინარეობს.

ისინი საგანგებოდ შეიკრიბნენ, რათა მუთოშვილების გვარისგან მიღებულ მუქარაზე და დაპირისპირების მშვიდობიანად მოგვარებაზე იმსჯელონ.

როგორც ცნობილია, გუშინ 1 დეკემბერს პანკისში მუთოშვილების გვარის შეკრება შედგა.
კრების გადაწყვეტილებით მომხდარ ტრაგედიაში მონაწილე ქავთარაშვილის, დუიშვილის, ხანგოშვილის და ალდამოვის ოთხივე გვარს მოეთხოვება პასუხი სისხლის აღებით. ეს ამბავი გვარების უხუცესებს შეატყონინეს.

,, ჩვენ გვინდა საკითხი მშვიდობიანად მოგვარდეს. მართალია, მუქარა 4 გვარზე გავრცელდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა გვარის წარმომადგენელზე უნდა იქნას სისხლი აღებული“, – განაცხადა უხუცესმა თამაზ ბაღაკაშვილმა.

შეგახსენებთ, დაპირისპირება პანკისის ხეობაში 27 ნოემბერს მოხდა. ორმხრივი სროლის შედეგად 37 წლის ვისური მუთოშვილი გარდაიცვალა, ორი მამაკაცი კი მძიმედ დაიჭრა.

მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ორი პირი. მათ გამოძიება განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.


სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...