მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ჩვენ ვერ წავალთ იქედან, სადაც თავისუფლება მოვიპოვეთ..."- ნიკა გვარამია

“ჩვენ ვერ წავალთ იქედან, სადაც თავისუფლება მოვიპოვეთ…”- ნიკა გვარამია

Published on

მთავარი პროკურატურისა და ხელისუფლების ვერტიკალის აზრის საპირისპიროდ, “მთავარი არხის” გენდირექტორი ნიკა გვარამია ქვეყნიდან წასვლას არ აპირებს, – მან ოჯახის წევრებთან საუბრის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჯაროვა და თქვა, რომ თვითონაც და მისი ოჯახის წევრებიც რჩებიან ქვეყანაში, სადაც თავისუფლება მოიპოვეს და სადაც თავიანთი გამბედაობით ბიძინა დაამარცხეს.

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას ოჯახის წევრებზე განხორციელებული ვიდეოთვალთვალის კადრები გვარამიას საქმეს თან დაურთეს და თავად გვარამიასაც გაუგზავნეს. დღეს ნიკა გვარამიამ “ფეისბუქზე” დაწერა, რომ “მთავარ აქცენტებში” ოჯახის წევრებთან ერთად გაასაჯაროვებდა გადაწყვეტილებას ქვეყნის დატოვების შესახებ, რასაც მთავარი პროკურატურის განცხადება მოჰყვა. განცხადებაში პროკურატურა ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ აღძრული სს საქმეების გამო, გვარამიას მათი ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება არ შეეძლო. ნიკა გვარამიას სტატუსს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სოციალური ქსელის იუზერები, მათ შორის ისეთებიც, ვინც პირადად არ იცნობდა ნიკა გვარამიას, მის ოჯახს სრულ მხარდაჭერას უცხადებდნენ და ნიკა გვარამიას სთხოვდნენ, ქვეყანა არ დაეტოვებინა.

“მთავარ აქცენტებში” ნიკა გვარამიამ დასკვნის სახით საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა:

“ჩვენ (ოჯახის წევრებმა, -რედ.) დიდხანს ვისაუბრეთ და შევჯერდით, ზუსტად ამიტომ მე გადავწყვიტე, რომ გამომეცხადებინა ჩვენ წასვლასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, ამ ქვეყნიდან წასვლასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება. ჩვენ ვერ წავალთ იქიდან, სადაც თავისუფლება მოვიპოვეთ, მე, მამამ, ეკამ , ზვიადმა და სხვებმა, ჩვენ ვერ წავალთ იქიდან, სადაც ვაშენეთ ახალი, ევროპული, წარმატებული, ქვეყანა, მეც მათ შორის, მაგრამ ჯერ მიშამ და სხვებმა, ჩვენ ვერ წავალთ იქიდან, სადაც ბიძინა დავამარცხეთ ჩვენი გამბედაობით, შიშველი ხელებით,თანმიმდევრულობით და სიმართლით, ჩვენ ვერ წავალთ იქიდან, სადაც გვაქვს მორალური უპირატესობა სრული სიმართლის სახით და მორალური ვალდებულება ილია ჭავჭავაძის ქვეყნის დაცვის. ჩვენ ვერ და არ გავაკეთებთ ამას, ჩვენ ვრჩებით აქ…” – განაცხადა ნიკა გვარამიამ “მთავარ აქცენტებში”.

სიახლეები

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტ ჯივინოსტატს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა...

ბოკუჩავა განმარტავს, რატომ ვერ დაესწრო ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას

ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ვერ დაესწრო....