მთავარისიახლეებიპოლიტიკაოპოზიცია საპროტესტო აქციების დაწყებას ქუთაისიდან აანონსებს

ოპოზიცია საპროტესტო აქციების დაწყებას ქუთაისიდან აანონსებს

Published on

“ახალი საქართველოს” ლიდერის გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, რეგიონებში საპროტესტო აქციები ქუთაისიდან დაიწყება, რომელიც სავარაუდოდ, 6 დეკემბერს, 13:00 საათზე, გაიმართება – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რაც შეეხება პიკეტირებას, ვაშაძის განცხადებით, პარლამენტის პიკეტირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოსამართლეების საკითხის განხილვის დღეს დაიგეგმება და სავარაუდოდ, ეს მომავალ კვირაში იქნება.

“მომავალ კვირაში რეგიონში იწყება აქციები. დაიწყება ქუთაისიდან პარასკევს და სავარაუდოდ, 2 საათზე გვექნება დიდი მსვლელობა – აქცია ქუთაისში. ველოდებით, მოსამართელებთან დაკავშირებით კომიტეტს და იქნება პიკეტირება. ეს უნდა იყოს, სავარაუდოდ, სამშაბათს, ოთხშაბათს ან ხუთშაბათს – ეს ალტერნატივებია. არ ვიცით, “ქართული ოცნება” როდის იზამს. ხვალ უკვე იგზავნება დოკუმენტი ეუთო-ში, ოდირში და შესაბამისად, მათი პასუხი რაც იქნება, ამასთან არის დაკავშირებული დიდი აქციის თარიღი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, უნდა ვიცოდეთ, ბეჭედი უნდა დაესვას იმას, რომ კანონი კონსტიტუციასთან არის შესაბამისი”,-განაცხადა ვაშაძემ.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...