მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ქართული ოცნებისა“ და საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა იმართება

„ქართული ოცნებისა“ და საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა იმართება

Published on

სასტუმრო „ბილტმორში“, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, „ქართული ოცნებისა“ და საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა იმართება, რომელსაც დიპლომატიური კორპუსიც დაეწრება.

შეხვედრის განხილვის მთავარი საკითხი არჩევნების „გერმანული მოდელი“ იქნება.

შეხვედრას მიესალმება ევროკავშირის ელჩი, რომელმაც განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მოხარულია, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი დაიწყოს და ისინი მხარს უჭერენ შეხვედრას.

“აუცილებელია და მხარს ვუჭერთ ამ ფორმატს. ჩვენ დეტალებს ვაზუსტებთ, თუმცა, როგორც ცნობილია, ე.წ. გერმანულ მოდელის განხილვა იქნება დღის წესრიგში, თუმცა ალბათ, ზოგადად პოლიტიკური სიტუაციის უფრო ფართოდ განხილვა მოხდება. მოლაპარაკებებში საერთაშორისო თანამეგობრობაც ჩაერთვება” – აღნიშნა ჰარცელმა.

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...