მთავარისიახლეებიპოლიტიკაშსს -ს ინფორმაციით, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან აქციისას დაკავებულია ექვსი პირი

შსს -ს ინფორმაციით, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან აქციისას დაკავებულია ექვსი პირი

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან აქციისას ექვსი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

დაკავებულები თბილისის სხვადასხვა სამმართველოში არიან გადაყვანილი.

დღის ანტიგმირი ეა წულუკიანი კი ისევ ძველ სიმღერას მღერის:

არამცთუ რაიმე დისკომფორტი არ არსებობს, არამედ მე და ალბათ ის ადამიანები, ვინც ევროკავშირიდან, UNICEF-იდან, ჩვენი ტრადიციული მეგობრები, დღეს ამ ღონისძიებას ესწრებოდნენ, ვერ ვინატრებდით ასეთ ფონს და რეკლამას, იმიტომ რომ დღეს ჩვენ ვზეიმობთ საქართველოში გაეროს ბავშვის უფლებების კონვენციის 30-ე წლისთავს. ის ხალხი კი, ვინც გარეთ სტვენს არის ის ხალხი, ვინც ნიჩბით ყრიდა ბავშვებს ციხეში. ამიტომ, ეს ფონი სიმბოლურია, მადლობა მათ ამ ფონისთვის, ამით ჩვენ შევძელით საზოგადოებისთვის დღეს დაგვენახებინა რეალურად ის თუ როგორი იყო მათი სახე, როდესაც ბავშვებს ციხეში ყრიდნენ. 

ცნობისთვის, ეროვნულ ბიბლიოთეკაში თეა წულუკიანი ღონისძიებას ესწრებოდა, რასაც ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტები აკრიტიკებდნენ.

სიახლეები

ტაქსის მძღოლის დაჭრის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს. ვ "გამოძიებით დადგინდა,...

9-თვიანი პატიმრობის შემდეგ, ზურაბ მენთეშაშვილი თავისუფალია

9-თვიანი პატიმრობის შემდეგ, ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვა. ის გლდანის ციხიდან დღეს, 31 ივლისს გათავისუფლდა. მენთეშაშვილს...

პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

პოლონეთის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსულმა რაკეტამ მათი საჰაერო სივრცე დაარღვია - რაკეტა ხუთშაბათს გამთენიისას პოლონეთის...

ჩხოროწყუში არასრულწლოვანი დაჭრეს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხანწკში არასრულწლოვანი დაჭრეს.როგორც ადგილობრივები ამბობენ, გუშინ დღის პირველ ნახევარში მომხდარ შემთხვევას...