მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიგა ბოკერია: ეს ის საკითხია, რაზეც სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლებამ უნდა გადადგას...

გიგა ბოკერია: ეს ის საკითხია, რაზეც სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯი

Published on

ვროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია აკეთებს კომენტარს ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან კონსულტაციის შემდეგ, ხვალ გაიმართება ოპოზიციასთან შეხვედრა , რომლის მთავარი საკითხი ოპოზიციის მიერ შეთავაზებული გერმანული საარჩევნო მოდელი იქნება. 

გიგა ბოკერია ამბობს, რომ ეს ის საკითხია, რაზეც სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯი. 

“ამ ნაბიჯებთან დაკავშირებით ჩვენი დახმარება თუ სჭირდებათ, მზად ვართ ყველანაირად,” – ამბობს ბოკერია. 

დეპუტატის თქმით, საზოგადოების რეაქციაა ის, რაც ქართული ოცნების ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, აიძულებს, რომ ან გონს მოვიდეს და გადავიდეს ე.წ გერმანულ მოდელზე, ან საბოლოოდ დაექცევა თავზე საკუთარი ხელისუფლება. 

“რა თქმა უნდა, ჩვენთვის სასურველი გზაა, რომ ეს ნაბიჯი გადადგას და ის შეურაცხყოფა წაიღოს უკან, რაც საზოგადოებას მიაყენა. ამას რა თქმა უნდა სჭირდება ის პროტესტი, რასაც ყველა ვხედავთ ბოლო დღეების განმავლობაში,”- ამბობს ბოკერია. 

ამასთან, გიგა ბოკერია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თუ საუბარი შეეხება პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, ანუ იმ პირობას, რაც ივანიშვილმა და მისმა სამარცხვინო გუნდმა გავრილოვის ღამეს დაღვრილი სისხლის შემდეგ დადო, ოპოზიცია, რა თქმა უნდა, მზად არის შეხვედრისთვის,

“სხვა თემაზე საუბარი ვერ იქნება, საუბარი შეიძლება ერთ თემაზე იყოს, რა პირობაც დადო და რაზეც საზოგადოებას უთხრა, ფეხებზე მკიდიხართო, იმის შესრულების გზებზე. საზოგადოების რეაქცია აიძულებს   ბიძინა ივანიშვილს ან ეს შეურაცხყოფა უკან წაიღოს, ან ხელისუფლება თავზე ჩამოემხობა”, – განაცხდა ბოკერიამ.

ამასთან, ბოკერია აცხადებს, რომ დღეს, საჯარო ბიბლიოთეკასთან მიმდინარე მოვლენებისას სამართალდამცავებმა უკანონო ბრძანება შეასრულეს.

“დღევანდელი სიტუაცია არის კიდევ ერთი მაგალითი, როცა პოლიციელებს უკანონო და სამარცხვინო ბრძანებებს ასრულებინებენ. ივანიშვილის სამარცხვინო „კლოუნებს“ შორის გამორჩეული „კლოუნის“, წულუკიანის კომფორტი ასეულმა პოლიციელმა უნდა დაიცვას იმის მაგივრად, რომ მათი საქმე აკეთონ”, – განაცხადა ბოკერიამ.

სიახლეები

ტაქსის მძღოლის დაჭრის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს. ვ "გამოძიებით დადგინდა,...

9-თვიანი პატიმრობის შემდეგ, ზურაბ მენთეშაშვილი თავისუფალია

9-თვიანი პატიმრობის შემდეგ, ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვა. ის გლდანის ციხიდან დღეს, 31 ივლისს გათავისუფლდა. მენთეშაშვილს...

პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

პოლონეთის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსულმა რაკეტამ მათი საჰაერო სივრცე დაარღვია - რაკეტა ხუთშაბათს გამთენიისას პოლონეთის...

ჩხოროწყუში არასრულწლოვანი დაჭრეს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხანწკში არასრულწლოვანი დაჭრეს.როგორც ადგილობრივები ამბობენ, გუშინ დღის პირველ ნახევარში მომხდარ შემთხვევას...