მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ხვალ დიალოგი გაიმართება''- საქართველოში ევროკავშირის ელჩი ხელისუფლებისა...

,,ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ხვალ დიალოგი გაიმართება”- საქართველოში ევროკავშირის ელჩი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონსებული შეხვედრის შესახებ

Published on

ვფიქრობთ, რომ დროა, მხარეებმა ერთმანეთზე ნაკლებად ისაუბრონ და ერთმანეთთან საუბარი დაიწყონ, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონსებული შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან ბედნიერია, რომ ხვალ დიალოგი გაიმართება.

„ჩვენი აზრით, ეს აუცილებელია და მხარს ვუჭერთ ამ ფორმატს. ჩვენ დეტალებს ვაზუსტებთ, თუმცა, როგორც ცნობილია, ე.წ. გერმანულ მოდელის განხილვა იქნება დღის წესრიგში, თუმცა ალბათ, ზოგადად პოლიტიკური სიტუაციის უფრო ფართოდ განხილვა მოხდება. მოლაპარაკებებში საერთაშორისო თანამეგობრობაც ჩაერთვება.

ქუჩის პროტესტებთან დაკავშირებით, ჩვენ ჩვენი პოზიცია უკვე გავახმოვანეთ. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს დემონსტრანტების უფლებებს, გამოხატონ სიტყვის თავისუფლება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აზრის გამოხატულება უნდა იყოს მოქცეული კანონის ფარგლებში. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია“, – აღნიშნა ელჩმა.

სიახლეები

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტ ჯივინოსტატს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა...

ბოკუჩავა განმარტავს, რატომ ვერ დაესწრო ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას

ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ვერ დაესწრო....

ტაქსის მძღოლის დაჭრის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს. ვ "გამოძიებით დადგინდა,...

9-თვიანი პატიმრობის შემდეგ, ზურაბ მენთეშაშვილი თავისუფალია

9-თვიანი პატიმრობის შემდეგ, ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვა. ის გლდანის ციხიდან დღეს, 31 ივლისს გათავისუფლდა. მენთეშაშვილს...