მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ ყაველაშვილი: ოპონენტებისგან არის მცდელობა, რომ პოლიტიკურ დანაშაულში გვამხილონ, თუმცა ლიდერების დაკავება...

მიხეილ ყაველაშვილი: ოპონენტებისგან არის მცდელობა, რომ პოლიტიკურ დანაშაულში გვამხილონ, თუმცა ლიდერების დაკავება კი არა, განრიდება მოხდა

Published on

პოლიცია მოქმედებს კანონის ფარგლებში, არავინ არ არის დაკავებული. ეტყობა, ჩვენი ოპონენტებისგან არის მცდელობა, რომ პოლიტიკურ დანაშაულში გვამხილონ, თუმცა დაკავება კი არა, განრიდება მოხდა ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის და ასეც მოხდება, იმიტომ, რომ მათ არ გამოუვათ, დესტრუქცია შემოიტანონ პროცესებში.

ყველაფერი კანონის ფარგლებში მიმდინარეობს. ყველასათვის ნათელია, არაერთხელ მითქვამს, რომ ჩემთვის ეს ძალა ერთი ძალაა- ნაციონალური მოძრაობა. მათი ქმედებები ჩემთვის ადვილად გამოსაცნობია. სხვა გზა, გარდა დესტრუქციისა, მათ არ დარჩენიათ. ეს მდგომარეობა, რაც ჩვენი ქალაქის ქუჩებში ხდება, არავის არ მოსწონს.

პოლიტიკურ ძალას თუ რაღაც პრეტენზია აქვს, მათ ანალიზი უნდა გააკეთონ და ისე შეხედონ მოვლენებს. ერთადერთი, რაც მათ უნდოდათ, რომ საზოგადოება ჩაერთოთ თავიანთ პროტესტში, არ გამოუვიდათ. ჩვენი საზოგადოება საკმაოდ გათვიცნობიერებულია ამ საკითხებში. კარგი იქნება, თუ დაუბრუნდებიან კონსტრუქციულ რეჟიმს.  – ასეთ კომენტარს აკეთებს ქართული ოცნების დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ევროპული საქართველოს წევრები გიგი უგულავა და დეპუტატი გიორგი კანდელაკი დააკავეს. როგორც მათ გზაში უთხრეს, უბრალოდ განარიდეს.

სიახლეები

სავარაუდოდ, შემდეგ სასამართლო პროცესზე გიგა ავალიანის დედა გამოიკითხება

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე სახელმწიფო ბრალდებმა კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო მოკვლევა,...

ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსის, „დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი ხვალ,...

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის...

ევროკავშირი საქართველოს შესახებ 2026 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს

ევროკავშირის წარმომადგენლობა, გაფართოების პაკეტის ფარგლებში, საქართველოს შესახებ, 2026 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს. ამის შესახებ რამდენიმე...