მთავარისიახლეებიპოლიტიკათეა წულუკიანი ეროვნულ ბიბლიოთეკაში პოლიციის კორდონის გავლით შევიდა, ოპოზიციის ლიდერები პოლიციამ დააკავა...

თეა წულუკიანი ეროვნულ ბიბლიოთეკაში პოლიციის კორდონის გავლით შევიდა, ოპოზიციის ლიდერები პოლიციამ დააკავა და იქაურობას განარიდა

Published on

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში სადაც იგი ღონისძიებას მართავს შესვლა პოლიციის კორდონის გავლით შეძლო.

პოლიციამ ტერიტორიაზე ცოცხალი ჯაჭვი და კორდონი აქციის მონაწილეების მისვლისას გააკეთა, რომლის მიღმა გასვლის საშუალებას აქციის მონაწილეებს არ აძლევდა. აქტივისტების ნაწილმა შენობას შემოურა და კორდონის მეორე მხარეს აღმოჩნდა.

ტერიტორიაზე იმყოფებიან ოპოზიციის ლიდერებიც.დაახლოებით ერთი საათის წინ რამდენიმე მათგანი, კერძოდ გიგი უგულავა და გიორგი კანდელაკი დააკავეს. 

მუშაობაში ხელი ეშლებათ ჟურნალისტებსაც. მედია თავდაპირველად ბიბლიოთეკის კიბეებიდან მუშაობდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ შენობაში თეა წულუკიანი უნდა შესულიყო, პოლიციამ მათ იქ დარჩენის საშუალება არ მისცა.

სიახლეები

ტაქსის მძღოლის დაჭრის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს. ვ "გამოძიებით დადგინდა,...

9-თვიანი პატიმრობის შემდეგ, ზურაბ მენთეშაშვილი თავისუფალია

9-თვიანი პატიმრობის შემდეგ, ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვა. ის გლდანის ციხიდან დღეს, 31 ივლისს გათავისუფლდა. მენთეშაშვილს...

პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

პოლონეთის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსულმა რაკეტამ მათი საჰაერო სივრცე დაარღვია - რაკეტა ხუთშაბათს გამთენიისას პოლონეთის...

ჩხოროწყუში არასრულწლოვანი დაჭრეს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხანწკში არასრულწლოვანი დაჭრეს.როგორც ადგილობრივები ამბობენ, გუშინ დღის პირველ ნახევარში მომხდარ შემთხვევას...