პარლამენტთან, სადაც აქციის მონაწილეებს პოლიციელები გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ, აქციის მონაწილეებმა გზავნილი გაუშვეს ქაღალდის თვითმფრინავების სახით, რომელსაც აქვს წარწერა “სირცხვილია”.
ოპოზიციონერი ლიდერები ადგილზე იმყოფებიან და პარლამენტარ ელგუჯა გოცირიძის მანქანას მიაკრეს სწორედ ეს გზავნილი.”ეს გზავნილი ყველაზე ნათლად ასახავს იმ მდგომარეობას, რა ვითარებაშიც იმყოფება ხელისუფლება, ესენი არიან მონები და მართლა სირცხილია უკვე.”- განაცხადა თინა ბოკუჩავამ