მთავარისიახლეებისაზოგადოებაროგორ და ვისი ხელშეწყობით იღებენ საჯარო სამსახურში მოხელეებს?

როგორ და ვისი ხელშეწყობით იღებენ საჯარო სამსახურში მოხელეებს?

Published on

2012 წლის საპარლამენტო და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ  განსაკუთრებით მწვავედ  დადგა  საჯარო სამსახურიდან მოხელეთა უკანონო გათავისუფლებისა და სამსახურში თანამშრომელთა მისაღები კონკურსების დარღვევებით წარმართვის პრობლემა.- ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ანგარიშში, რომელიც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვისა და თანამდებობის პირთა  ქონებრივი დეკლარაციების შესწავლის შედეგებს ეყრდნობა.
ორგანიზაციამ  2015 წელს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ფარგლებში მოქალაქეებს ჰკითხა, სმენოდათ თუ არა მათ ისეთი შემთხვევების შესახებ, როდესაც საჯარო სამსახურში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსი უსამართლო იყო და ხელმძღვანელობის მხრიდან უპირატესობა მეგობრებს, ნათესავებს ან პარტიის წევრებს მიენიჭათ. გამოკითხულთა 15%-მა განაცხადა, რომ ასეთი შემთხვევების შესახებ ხშირად სმენოდათ, 29%-მა კი აღნიშნა, რომ იშვიათად სმენოდათ.  
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამოვლინდა 70-მდე  შემთხვევა, როდესაც თანამდებობის პირების ოჯახის წევრები დასაქმებულნი არიან იმავე ან აღნიშნულ უწყებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ ორგანოებში. ასეთი შემთხვევების უმეტესობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დაფიქსირდა. „ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ ისეთ ფაქტებზე, როდესაც თანამდებობაზე დანიშვნის დროს თანამდებობის პირის ოჯახის წევრი საჯარო სამსახურში არ მუშაობდა და მხოლოდ შემდეგ იქნა სანსახაურსი მიღებული 
 ასეთი შემთხვევების სიმრავლე მიუთითებს სისტემური პრობლემის არსებობასა და მასზე ეფექტური რეაგირების საჭიროებაზე.
საჯარო სამსახურში ნეპოტიზმის პრობლემასთან გასამკლავებლად „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" ერთ-ერთი ძირითადი რეკომენდაციაა, შეიქმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო, რომელიც სათანადო უფლებამოსილებებით, რესურსებით იქნება აღჭურვილი და დაცული იქნება პოლიტიკური გავლენისგან. შ
ესაბამისი საკანონმდებლო წინადადება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მომზადებული აქვს, თუმცა საკანონმდებლო ორგანოს ის ჯერ არ განუხილავს. მოვუწოდებთ ახალი მოწვევის პარლამენტს, სათანადო პასუხისმგებლობით და ყურადღებით მოეკიდოს საჯარო სამსახურში არსებულ გამოწვევებს და გადადგას ეფექტიანი ნაბიჯები მათ მოსაგვარებლად“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...