მთავარისიახლეებიპოლიტიკა2017 წლის ბიუჯეტის ჩასწორებული ვარიანტი პარლამენტში ჯერჯერობით შესული არ არის

2017 წლის ბიუჯეტის ჩასწორებული ვარიანტი პარლამენტში ჯერჯერობით შესული არ არის

Published on

  ამ დრომდე უცნობია როდის შევა 2017 წლის  ბიუჯეტის ჩასწორებული ვარიანტის პარლამენტში. წარდგენის ვადა ფინანსთა სამინისტროს გუშინ ამოეწურა. მმართველ გუნდში განმარტებებს აკეთებენ და ლარის კურსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებასაც ეხმაურებიან.ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ბიუჯეტის დაზუსტების პროცესი კანონის ფარგლებში მიმდინარეობს და პროცედურულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.„ლარის კურსს რაც შეეხება, მე დარწმუნებული ვარ, რომ რა განცხადებებიც გააკეთეს ჩვენი გუნდის წევრებმა, პროგნოზიც ასეთივე უნდა იყოს და ჩვენ მოსახლეობას შეშფოთების საფუძველი არ უნდა ჰქონდეს,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.პარალელურად, გაურკვეველია რას გეგმავს ხელისუფლება ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციისთვის. ოპოზიცია ხელისუფლებას ვითარების შესაცვლელად, პირველ რიგში ხარჯების შემცირებისკენ მოუწოდებს.„მთავრობამ ეს საბიუჯეტო პროცედურები დაარღვია, რა თქმა უნდა პრობლემაა, მაგრამ უმნიშვნელოა იმ პრობლემასთან შედარებით, რასაც ჩვენი ოჯახების გაღარიბება ქვია ამ მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკის გამო. ქვეყანას სჭირდება ბიუჯეტი, სადაც ადმინისტრაციული ბიუროკრატიული ხარჯი არის მკვეთრად შემცირებული, რათა თავიდან ავიცილოთ ბიუჯეტის მაღალი დეფიციტი და შესაბამისად, მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმება,“ – აცხადებს ენმ-ის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.
 
 
 

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...