მთავარისიახლეებიპოლიტიკასამართალდამცავები არასამთავრობო ორგანიზაციას „ევროპელი სტუდენტები თავისუფლებისთვის", პარლამენტის შენობასთან კარვის დადგმის საშუალებას არ...

სამართალდამცავები არასამთავრობო ორგანიზაციას „ევროპელი სტუდენტები თავისუფლებისთვის”, პარლამენტის შენობასთან კარვის დადგმის საშუალებას არ აძლევენ

Published on

სამართალდამცავები არასამთავრობო ორგანიზაციას „ევროპელი სტუდენტები თავისუფლებისთვის”, პარლამენტის შენობასთან კარვის დადგმის საშუალებას არ აძლევენ.

როგორც ორგანიზაციის წევრმა, დაჩი იმედაძემ „ინტერპრესნიუსს” განუცხადა, სამართალდამცავებმა უთხრეს, რომ კარავი საფეხმავლო გზაზე სიარულს აფერხებს და ამიტომ არ აძლევენ მისი განთავსების საშუალებას.

ვითარების გასაცნობად ადგილზე მივიდა „ევროპული საქართველოს” წევრი, დეპუტატი ელენე ხოშტარია რომელმაც სამართალდამცველებს გარკვეული დრო მისცა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს კარვის დადგმის საშულება მისცენ.

მისი განმარტებით, მათ აქვთ პროტესტის გამოხატვის უფლება.

„კანონის აღსრულება მინდა. ხან სარალიძეს არ აძლევდით კარვის დადგმის ნებას, ახლა ამათ. რის საფუძველზე არ აძლევთ ნებას“, – მიმართა ხოშტარიამ სამართალდამცველებს.

სიახლეები

დანებება თუ ვინმეს მოუწევს, იქნება ივანიშვილი – ოპოზიციის ალიანსი ხოშტარიას განაჩენზე

დანებება თუ ვინმეს მოუწევს, ეს იქნება ივანიშვილი და თუ მას უნდა საკუთარი თავის გადარჩენა,...

პატრიარქის ანდერძი არ არსებობს – მამა გიორგი ზვიადაძე

ბუნებრივია, ანდერძი არ არსებობს - განცხადება პროტოპრესვიტერმა, მამა გიორგი ზვიადაძემ სიონის საპატრიარქო ტაძარში ჟურნალისტებთან...

კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერისთვის ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე საკანცელარიო მარკერით წარწერის - რუსული ოცნება გაკეთებისთვის, მოსამართლე გიორგი არევაძემ...

სიონის საპატრიარქო ტაძარში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მივიდნენ

სიონის ტაძარში, ხალხის ნაკადი არ წყდება - პატრიარქის საფლავზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრები...