მთავარისიახლეებიპოლიტიკაგახდება თუ არა ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე ახვლედიანი „ლელოს“ სამეგრელოს ორგანიზაციის...

გახდება თუ არა ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე ახვლედიანი „ლელოს“ სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელი?

Published on

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“, რეგიონებში აქტიურ კონსულტაციებს იწყებს. კადრების შერცევის პროცესი დაწყებულია. როგორც ირკვევა, ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაში ძველ სახეებსაც ვიხილავთ. საუბარია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერზე ალექსანდრე ახვლედიანზე, რომელიც “ლელოს” სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელად მოიაზრება.

„ჯერ არ გადამიწყვეტია არაფერი, თუმცა კონსულტაციებს გავდივარ, მე ჩემი შეხედულებები მაქვს და ვფიქრობ, ჩემი ხედვები რეგიონის განვითარებისთვის მისაღებია.“ლელო“ პროდასავლურად მოაზროვნე ძალაა და ეს ძალიან მნისვნელოვანია. რა გითხრათ, ამ ეტაპზე ვერც გიდასტურებთ და ვერც უარვყოფ”- განაცხადა “ოდიშინიუსთან” ალექსანდრე ახვლედიანმა.

წინა ხელისუფლების დროს ალექსანდრე ახვლედიანს ვიცე-გუბერნატორის პოსტი ეკავა, საიდანაც 2009 წელს გათავისუფლდა მაშინდელი გუბერნატორის ზაზა გოროზიას მიერ.

მისივე თქმით, მისი ოჯახი ხელისუფლებისგან რეპრესიების მსხვერპლია და იგი ბოლო ორი წელია უმუშევარია. მანამდე იგი ენგურჰესის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობდა.

სიახლეები

EU-ს წარმომადგენლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს...

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში იდავებენ

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები - CNN, MS NOW და Politico - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ...

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა არმაზ ახვლედიანის პოლიტიკური სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტში თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მიმართ მონიტორინგი დაიწყო. ამის შესახებ...

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს და წერს,...