მთავარისიახლეებისამართალიჯიხაშკარის 79-ე უბანზე მომხდარ დაპირისპირებაში ბრალდებულ მანუჩარ გაბეჩავას აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი...

ჯიხაშკარის 79-ე უბანზე მომხდარ დაპირისპირებაში ბრალდებულ მანუჩარ გაბეჩავას აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

Published on

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ჯიხაშკარის 79-ე უბანზე მომხდარ დაპირისპირებაში ბრალდებულ მანუჩარ გაბეჩავას აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
 
პროცესზე ადვოკატი ბაჩუკი ყურაშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლებას ან 5000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, რაც მოსამართლემ ნატრული აკობიამ არ გაითვალისწინა, მან  სრულად გაიზიარა პროკურორ ირაკლი გულდედავას არგუმენტები, კერძოდ ის, რომ შესაძლოა ბრალდებულმა ხელი შეუშალოს მართლმსაჯულების აღსრულებას ან მიიმალოს ან ხელახალი დანაშაული ჩაიდინოს. 
 
ჯიხაშკარის ინციდენტზე ბრალდებული მანუჩარ გაბეჩავა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრი და პარტიის ერთ-ერთი კოორდინატორია. ამის შესახებ დაკავებულმა სასამართლო პროცესზე თავად განაცხადა და აღნიშნა, რომ ჯიხაშკარში მომხდარი დაპირისპირების დროს ის 79-ე უბანზე არ იმყოფებოდა.
 
„მე ფიზიკური აქტივობა არც შემეძლო რეალურად, რადგან ხერხემალზე ოპერაცია მაქვს გაკეთებული და თავს ვუფრთხილდებოდი მაშინაც და ვუფრთხილდები ახლაც. პროკურატურის ყველანაირი ბრალდება არის სიცრუე. მე ვარ უდანაშაულო“, – განაცხადა პროცესზე გაბეჩავამ.
 
პროცესის დასრულების შემდეგ დაკავებულის ადვოკატმა  ბაჩუკი ყურაშვილმა  ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ზუგდიდის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილებას, მანუჩარ გაბეჩავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.  
 
„პროცესზე პროკურატურის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები იყო სრულიად უსაფუძვლო. მანუჩარ გაბეჩავას გაქცევა ან გამოძიებისთვის ხელის შეშლა რომ სდომოდა, ის თითქმის ერთი თვე თავისუფალი იყო და ამას მოახერხებდა. თუმცა ის ჩვეულებრივ აგრძელებდა თავის საქმიანობას და არანაირი პროცესისთვის ხელი არ შეუშლია. – განაცხადა ბაჩუკი ყურაშვილმა.
 
რაც შეეხება წინასასამართლო სხდომას, პროცესი 5 დეკემბერს, 12.00 საათისთვის ჩაინიშნა. 
 

სიახლეები

ემუქრებიან რომ გააქრობენ, ჩემი შვილი საფრთხეშია – დავითაძის დედა

პატიმარ გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე შვილის ყველაზე მკაცრი რეჟიმის პენიტენციური დაწესებულებიდან ლაითურის ციხეზე...

პაატა მანჯგალაძეს პროკურატურის სტანდარტითაც კი არ უდასტურდება სამართალდარღვევა – ადვოკატი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პაატა მანჯგალაძე საპროცესო გარიგების გაფორმებაზე უარს აცხადებს. დაცვის...

ვენეციის კომისიამ “გრანტების კანონზე” კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ 2026 წლის მარტში მიღებულ გრანტების კანონზე სამართლებრივი დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც სამოქალაქო საზოგადოების...

ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს – დავითაძის ადვოკატი

"ახლახანს დავტოვე მე-6 პენიტენციური დაწესებულება ! გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ...