მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით უსუფაშვილი:''მე არ ვაპირებ თანამშრომლობას იმათთან, ვისაც ბოღმა და დაუკმაყოფილებელი ამბიციები აქვს''

დავით უსუფაშვილი:”მე არ ვაპირებ თანამშრომლობას იმათთან, ვისაც ბოღმა და დაუკმაყოფილებელი ამბიციები აქვს”

Published on

დავით უსუფაშვილი ვისთან აპირებს ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას, ის ამის კონკრეტულად თქმას ადრე გაზაფხულზე შეძლებს, მანამდე ის კონსულტაციების გამართვას ბევრ ადამიანებთან გეგმავს.ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა გადაცემა არჩევანში ისაუბრა.„ამისათვის ვაპირებ სერიოზულ სამუშაოს და შეხვედრებსა და საუბრების გამართვას ბევრ ადამიანთან. უფრო დეტალურად ამ კითხვაზე საუბარს ადრე გაზაფხულზე შევძლებ. მე არ ვაპირებ თანამშრომლობას იმათთან, ვისაც ბოღმა აქვს, დაუკმაყოფილებელი ამბიციები აქვს, ან სხვაგან ვერ რეალიზდა და ფიქრობს, მოდი, აქ ვცადოთ კიდევ ერთხელ. ასეთი ამბებისთვის მე არ ვარ მზად და ეს არ არის სათამაშო თემა,“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.დავით უსუფაშვილმა მის სამომავლო თანამშრომლობაზე პრეზიდენტთან და ირაკლი ალასანიასთანაც ისაუბრა და თქვა, რომ „მარგველაშვილთან დღემდე მქონდა ახლო და ნორმალური ადამიანური ურთიერთობა, ასევე ალასანიასთან. ამ ადამიანების გარდა, მე ხედავ კიდევ სხვა საინტერესო ადამიანებსაც ვისთანაც აუცილებლად მექნება საუბარი,“ – ამბობს უსუფაშვილი. 
 
 
 

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...