„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობს. შენობასთან მობილიზებულია უპრეცენდენტო რაოდენობის პოლიცია. ისინი აქციის მონაწილეებს უპირისპირდებიან და ადგილი აქვს ფიზიკურ შეხლა-შემოხლას.
სხდომას „ქართული ოცნების“ ოფისში ბიძინა ივანიშვილი ესწრება. აქციის მონაწილეები მოუწოდებენ სამართალდამცავებს, არ აიღონ ხელი მშვიდობიან მოქალაქეებზე და არ გაიმეორონ ივნისის მოვლენები.აქციის მონაწილეების თქმით, ეს არის ბოლო წვეთი და მანა არ შეწყვეტენ აქციებს, სანამ “ბოლო დეპუტატი” არ დატოვებს პარლამენტს და არ მოშორდება საქართველოს ბიძინა ივანიშვილი. აქციას მართავენ მოძრაობა “სირცხვილია”, მოძრაობა “შეცვალე” და ასევე ოპოზიცია