მთავარისიახლეებიპოლიტიკამოსკოვი რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს 17 ნოემბერს თავი აარიდონ მასობრივი თავშეყრის ადგილებს...

მოსკოვი რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს 17 ნოემბერს თავი აარიდონ მასობრივი თავშეყრის ადგილებს თბილისში

Published on

შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექცია საქართველოში მოწოდებს თბილისში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს, 17 ნოემბერს თავი აარიდონ მასობრივი თავშეყრის ადგილებს და გადაადგილებისას გამოიჩინონ სიფრთხილე, ამასთან, უთითებს ცხელი ხაზის ნომერს, რომელიც სადღეღამისო რეჟიმში იმუშავებს.

დიპლომატიური მისიის განცხადება 17 ნოემბერს ოპოზიციის მიერ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის დაანონსებას მოჰყვა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოპოზიციის აქციები პერმანენტული ხასიათის იქნება:


“ქალაქში გაძლიერებული იქნება უსაფრთხოების ზომები და შეიზღუდება ტრანსპორტის მოძრაობა. ოპოზიცია აცხადებს, რომ აქციებს პერმანენტული ხასიათი ექნება.
ინტერესთა სექცია საქართველოში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს რეკომენდაციას აძლევს, რომ 17 ნოემბერს თავი აარიდონ მასობრივი თავშეყრის ადგილებს, ექსტრემალური საჭიროებიოს შემთხვევაში კი დარეკონ სადღეღამისო ცხელ ხაზზე სექციაში: +995 (32) 291-24-53.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...